

თბილისი: ლელა წურწუმია | BAND NONSTOP
ლელა წურწუმია ქართული პოპ-სცენის ერთ-ერთი გამორჩეული და ლეგანდარული წარმომადგენელია. არტისტის კარიერა ადრეულ 90-იანებში დაიწყო და სწრაფი განვითარება, პოპულარობა ნახა. ლელას ცოცხალი შესრულება ყოველთვის გამოირჩეოდა მისი არტისტიზმითა და უნიკალური ვოკალური შესაძლებლობებით.
კონცერტზე აგრეთვე წარდგებიან: ბენდი "ნონსტოპი", კაბუ, დუეტი ჯორჯია, მაგდა ივანიშვილი.
‼️🦠 ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ივენთზე დასწრებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს კოვიდ-პასს (Georgian E-Health აპლიკაციით) აქვს მწვანე სტატუსი მინიჭებული (აკმაყოფილებთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს): 🦠‼️
🟢 გაქვთ გაკეთებული ორჯერადი ვაქცინა (ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე)
🟢 გაქვთ გადატანილი Covid-19 (6 თვის განმავლობაში).
🟢 48 საათიან ინტერვალში გაქვთ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
‼️🦠 გთხოვთ გადმოიწეროთ აპლიკაცია Georgia E-Health, შექმნათ თქვენი ანგარიში პირადი ინფორმაციის შეყვანით და თუ თქვენი ანგარიში იქნება გამწვანებული (რომელიმე კრიტერიუმს თუ აკმაყოფილებთ), შეინახეთ QR კოდი, რათა კარში გაატაროთ და ივენთზე უპრობლემოდ მოხვდეთ. 🦠
🎟 ბილეთების შეძენას შეძლებთ ონლაინ, ასევე კარზე ივენთის დღეს.
I კალათა - 40 ლარი
II კალათა - 50 ლარი
III კალათა / კარზე - 60 ლარი