95.00

მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი

შაბათი, 11 დეკემბერი 11:00

ტექნოპარკი

აღწერა

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi, ჰიბრიდული ფორმატით ბრუნდება. ჰიბრიდული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას მისცემს ფესტივალს დაესწრონ როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეში.

DataFest Tbilisi 2021 თავს მოუყრის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან - ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. ტრადიციული 3 დღის ნაცვლად, DataFest Tbilisi წელს 5 დღეს გაგრძელდება და 7-11 დეკემბერს ჩატარდება. ფესტივალი გააერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორკშოპებსა და დატატონებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების „საშვის" მიღებისას უნდა მიუთითოთ ის ელ. ფოსტის მისამართი, რომელსაც გამოიყენებთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ფესტივალს შეგიძლიათ, ონლაინ ან ფიზიკურ სივრცეში დაესწროთ. ონლაინ ბილეთის ღირებულება ხუთივე დღეს 45 ლარს შეადგენს. Ხოლო ფიზიკურ სივრცეში 1 დღის ბილეთის ღირებულება 95 ლარია.

ფესტივალის ორგანიზატორია მონაცემთა ვიზუალიზაციის ორგანიზაცია ფორსეტი.

ღონისძიების პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, ევროკავშირი საქართველოსთვის, Eastern Partnership Civil Society Facility, UNDP Accelerator Labs და თბილისის მერია.

ფესტივალის მხარდამჭერები: დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED), ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), Terminal, Zinc Network.

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია NEXT.On.ge

მედია პარტნიორები: ფორბს ვუმენი, Marketer.ge, Entrepreneur საქართველო.

•••

შაბათი, 11 დეკემბერი 11:00

ტექნოპარკი

₾ 95.00