სტუმარი

ღონისძიების გაყიდვა შეჩერებულია
აღწერა

სტუმარი

(ჯონ ბოინტონ პრისტლის პიესის „ინსპექტორის ზარის“ მიხედვით)

პიესის გადმოქართულებული ვერსიის ავტორი: ლაშა იმედაშვილი

დამდგმელი რეჟისორი: დავით საყვარელიძე

რეჟისორის თანაშემწე: სვეტლანა გოგოხია

მონაწილეობენ: ბადრი ბეგალიშვილი, ნათია ბუნტური, მერაბ ყოლბაია, გიორგი ყორღანაშვილი, ნათია ჩიკვილაძე, ნიკოლოზ წერედიანი, ლილი ხურითი

ხანგრძლივობა: 110 წუთი (შესვენების გარეშე)

ჟანრი: დეტექტივი

ენა: ქართული

სპექტაკლის შესახებ:

ჯონ ბოინტონ პრისტლის ეს კლასიკადქცეული ნაწარმოები მსოფლიოში

ერთ-ერთ ყველაზე ხშირად განხორციელებულ დადგმებს შორისაა.

არსებობს პიესის არაერთი წარმატებული ეკრანიზაციაც. ეს პირველ რიგში

განპირობებულია იმით, რომ პიესაში დასმული პრობლემები და

გამოწვევები მარადიულია და ყველა დროსა თუ სივრცეში გვხვდება. რაც

ყველაზე მნიშვნელოვანია: ჩვენ გადავწყვიტეთ პიესის მოქმედების დრო

და ადგილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის

პერიოდში გადმოგვეტანა და ამით, ქართველი მაყურებლისთვის ინგლისში

მომხდარი ამბავი უფრო გასაგები გაგვეხადა. პიესაში დასმულ

პრობლემებს ეპოქალურმა ცვლილებებმა ვერაფერი დააკლო. ეს

პრობლემები დღესაც არსებობს და ისინი მხოლოდ ლოკალური ხასიათის

არ არის, შეიძლება ითქვას - ზოგადსაკაცობრიოა. ჩვენც სწორედ იმ

საკაცობრიო პრობლემების გაცხადება გვსურს, რომელიც ქართულ

რეალობაშიც მრავლადაა.

სპექტაკლი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მერიის მიერ

ასაკობრივი შეზღუდვა: 14+

•••