OPENCULTURE at eZo Festival

აღწერა

ბილეთის ყიდვა შესაძლებელია მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი პირებისათვის. სხვა შემთხვევაში თქვენი ბილეთი გაუქმდება.

ერთი სული გვაქვს გაგიზიაროთ, რომ ამ შაბათს, 7 აგვისტოს „ეზო ფესტივალის“ ტერიტორიაზე, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფარგლებში პირველ უსაფრთხო ღონისძიებას ვუმასპინძლებთ!

🦄 არ გეჩვენებათ, ნამდვილ, ზღაპრულ წვეულებას, სადაც ყველანი ახალი, უსაფრთხო რეგულაციებით, შემართებით დავუბრუნდებით საცეკვაო მოედნით.

🌞 ძვირფასო, მონატრებულო მეგობრებო! ჩვენ ისევ შევხვდებით მზის ამოსვლას ერთად!

🐦შაბათის სცენას გაერთიანებული ძალებით ააბრდღვიალებენ წამყვანი ქართული კლუბების ბრწყინვალე რეზიდენტი არტისტები:

Ako Von Unten (Mzesumzira)

Digital Groove Affair (Khidi / G2)

Frankie Beatnik B2B Levi Love Disco / (Mzesumzira)

HVL (Bassiani / Horoom)

Khvedeliani (DAISI)

Kura(Reflector)

Nicole (Cafe Gallery)

Yves B2B Parna (Mtkvarze)

98Dots (Colibri)

#openculture ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და ACT4CULTURE-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეაა, რომელიც ითვალისწინებს ღია და დახურულ სივრცეებში ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ბილეთის შეძენის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ეთანხმება კვლევაში მონაწილეობას.

#openculture-ის ფარგლებში, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი ახალი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს სრულად ვაქცინირებული (მეორე აცრიდან 2 კვირაში.), 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი, 72 საათის განმავლობაში PCR ტესტირების იდენტიფიცირებას.

აპლიკაციის ვებგვერდი 4 აგვისტოს გაიხსნება, სადაც ღონისძიებაზე დასწრების მიზნით, ბილეთის ყველა მფლობელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს უნიკალური ბარკოდი, რომელსაც წარადგენს კარზე.

❗ გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიების მსვლელობის დროს ტესტირება არ მოხდება;

წინასწარი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში tkt.ge გამოგიგზავნით უნიკალურ კოდს და იმ ლაბორატორიის ბმულს, სადაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ უფასო PCR ტესტირება.

📍 უფასო ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი:

მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკა „რეიმანი“ (მის: სანდრო ეულის ქ. #7)

ბილეთის ფასი 👇

I კალათა [ONLINE] - 30₾

II კალათა [DOOR]- 40₾

🔞 მოქმედებს Face და Age კონტროლი.

•••

საშვი