ფესტივალი ველოსითი მესტიაში

აღწერა

Velocity პანდემიის ჟამს დაიბადა საერთო ინტერესების ჯგუფის იდეად , რომელიც საკმაოდ მცირე დროში გაიზარდა, შემოიკრიბა უამრავი მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი. მაშინ, როცა ჩვენ ერთად დავდექით ჩვენი ფასეულობებისთვის და არ ვთქვით უარი არსებობის უდიდეს მოთამაშეზე - ერთად საუკეთესო დროის გატარებაზე, Velocity-მ ჩაგვიყვანა ანდერგრაუნდში და როცა ზემოთ ციოდა და ითვლებოდა რომ რაღაც არასწორს ვაკეთბდით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მუსიკისა და ცეკვის სიყვარულით, ერთმანეთის სიყვარულიც ღვივდება და ეს სიყვარული ყველაზე ბობოქარი ძალაა, რაც გამორიცხულია - არასწორი - იყოს . ახლა კი ზაფხულია მზე D ვიტამინებს აფრქვევს ჩვენკენ, Velocity კი სისწრაფესთან ერთად მუსიკალურ შინაარსსაც ატარებს - ის არის ხან ძლიერი ჩაჭერა, ხანაც მსუბუქი, ჰაეროვანი. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ 2 დღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Velocity Fest მესტიაში, კერძოდ უძველეს სოფელ ჰეშკილში, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდეობარეობს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ხის პატარა ქოხები, დაუჯერებელი ხედები, ცისარტყელა რომელიც ძალიან ხშირად მოგესალმებათ წვიმის შემდეგ, გიგანტური მთების და მწვერვალების სულის შემკვრელი სილამაზე, ყოველივე ეს არის მიზეზი, რის გამოც ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტუმრობს დღეს თითქმის დავიწყებულ სოფელს. სწორედ ამიტომ ჩვენ ავასრულეთ ჩვენი და ალბათ თქვენი დიდი ხნის ოცნება, დავბანაკდით მესტიაში და დავიწყეთ ფესტივალისთვის მზადება, რათა ვაჩუქოთ ერთმანეთს საოცარი 2 დღე, ჩვენი საყვარელი ქართველი და უცხოელი არტისტების მონაწილეობით. ფესტივალი დღიურად უმასპინძლებს მხოლოდ 700 სტუმარს.

Line Up: GIO SHENGELIA / ZURKIN / SKYRA / I/Y (BERLIN , STAUB ) / YANAMASTE / GREENBEAM & LEON / SEVDA / LE VIOLET / LN15M / NEBBIERI / EXPERIMENTAL UMA (live) / TOKE / TOMMA / NIKA J / TADE / KARAPAPAK B2B BANU / MBODVELI AND MORE ...

Velocity Member-ებს პრომო კოდის მეშვეობით შეუძლიათ 20 % ფასდაკლებით სარგებლობა, დღიური ბილეთები: 80₾, აბონემენტი: 150₾

პრომო კოდისთვის მიმართეთ Velocity- ს ოფიციალურ გვერდს:

Page: https://www.facebook.com/velocitycommuna/

Group: https://www.facebook.com/groups/1025486001276076/

Event: https://facebook.com/events/s/velocity-festival-in-mestia/436930547314450/

•••

საშვი