

ყაზბეგი მარათონი
გარბენის დისტანციები:
სახალისო გარბენი 9კმ, 800 ვერტიკალური მეტრი - GEL40
SkyRace 15კმ, 1,300 ვერტიკალური მეტრი - GEL55
Exteme 22კმ, 2,000 ვერტიკალური მეტრი GEL186 (~EUR50) - Extreme ბილეთის შესაძენი ბმულის მისაღებად, აუცილებელია, შეავსო სარეგისტრაციო ფორმა (https://www.traillab.ge/kea/) და გამოაგზავნოთ დასადასტურებლად. დაკმაყოფილების შემთხვევაში გადმოგეგზავნებათ ყიდვის ბმული სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ იმეილზე.
📢ყაზბეგი მარათონი - გარბენი, რომელიც ყველას გვიყვარს, წელს 11 წლის ხდება!
წელს ჩვენ დაგვხვდება განახლებული ბილიკი, რაც გარბენს დაუვიწყარ სამთო თავგადასავლად აქცევს. ციცაბო აღმართები, მაღალი მთები, შთამბეჭდავი ბუნება, მთის მდინარის კვეთა, ტექნიკური სექციები და მყინვარწვერის გასაოცარი ხედები ბილიკის მნიშვნელოვანი ნაწილიდან.
გარბენს ვიწყებთ სოფელ გერგეტში და ზამთრის ბილიკით მივემართებით საბერწეს უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება ულამაზესი ხედები. თუმცა მანამდე Skyrace და Extreme გარბენის მონაწილეები ჩადიან სოფელ გერგეთამდე და იქიდან მიემართებიან ზემოთ.
ბილიკის შუა ნაწილში, სახალისო გარბენის მონაწილეები მკვეთრად მოუხვევენ მარცხნივ და გავლენ ზაფხულის ბილიკზე, სადაც მათ დახვდებათ გამაგრილებელი პუნქტი. აქედან ისინი დაეშვებიან ფინიშისკენ.
ხოლო, Sky და Extreme შეჯიბრის მონაწილეები გააგრძელებენ სვლას უღელტეხილისკენ, დაეშვებიან მდინარისკენ და ხიდის გადაკვეთის შემდეგ მიადგებიან ალპურ ქოხ ‘ალტიჰატ’ ში განთავსებულ ჩეკპოინტს.
ალტიჰატიდან Skyrace დისტანცია ეშვება უკან ფინიშისკენ საბერწეს უღელტეხილისა და ზაფხულის ბილიკის გავლით.
Sky-სგან განსხვავებით Extreme შეჯიბრის მონაწილეები აგრძელებენ გზას ზემოთ, ალტიჰატიდან 1.5 კილომეტრის გავლის შემდეგ გადაივლიან გერგეთის მყინვარს, გადაახტებიან ყინულიან ნაკადულებს და ავლენ ბეთლემის ქოხამდე (3,653მ). ბეთლემის ქოხი (მეტეო) მოსატრიალებელი წერტილია.
უმაღლესი წერტილიდან დაშვების და ალტიჰატის გავლის შემდეგ , მორბენლები გაივლიან საბერწეს უღელტეხილს და გაკვალული 'ზაფხულის ბილიკიდან' გადაუხვევენ კიდევ ერთი ქედის დასალაშქრად, რომელიც მორბენლებს ფინიშისკენ მიუძღვება.
გარბენის სამივე დისტანცია მარკირებულია TrailLab-ის ხელწერით. ბილიკის გასწვრივ, მონაწილეთათვის მოეწყობა გამაგრილებელი პუნქტები:
• Fun Run: 4.4კმ
• SkyRace: 4.4კმ, 7.0კმ, 10.5კმ
• Extreme: 4.4კმ, 7.0კმ, 10.5კმ, 14.0კმ, 17.5კმ
ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:
• Fun Run, 3:00 სთ
• SkyRace, 4:00 სთ
• Extreme, 7:00 სთ (შუალედური დროის ლიმიტი 2:30 ალტიჰათამდე)
🌐ყაზბეგი მარათონის ქვეყნის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის Extreme და SkyRace დისტანციები სერტიფიცირებულია სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (ITRA) მიერ. Extreme კატეგორიის ფინიშერები მიიღებენ 2 ქულას ხოლო Sky კატეგორიის შემთხვევაში 1 ქულას. Extreme და SkyRace დისტანციის მონაწილეები გარბენზე დაიშვებიან მხოლოდ ყველა სავალდებულო ნივთის ქონის შემთხვევაში. სავალდებულო ნივთების ჩამონათვალი შემდეგ ბმულზეა: https://www.traillab.ge/kazbegi-marathon-2021-equipment
ორგანიზატორებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები
TKT Club-ის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.
საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.