10.00

Close Encounters Festival 2021

აღწერა

CLOSE ENCOUNTERS 2021

Festival für aktuelle Musik

აქტუალური მუსიკის ფესტივალი

წერილები რიზიდან

30.06.2021 19:00, თბილისი
კონსერვატორია, მცირე დარბაზი

კონსერვატორიის მცირე დარბაზში ფესტივალის სტუმრობა უკვე ტრადიციად იქცა!

ამ კონცერტზე გაეცნობით შვეიცარიელ პიანისტის და კომპოზიტორის, ჟაკ დემიერის თვითმყოფად და ფანტაზიით სავსე მუსიკას. მის იმპროვიზაციებს სრულიად ახალი და უჩვეულო მუსიკალური ფერები ახასიათებს. განსაკუთრებით კი არტისტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია, როიალის უსასრულო, მონუმენტური ჟღერადობა.

ტრიო SÆITENWIND-ს მუსიკოსები აუდიტორიის მუსიკალურ განწყობაზე მათთვიის დამახასიათებელი ენერგიული ვირტუოზულობით იზრუნებენ, რომელიც სავსეა საინტერესო ინტერპრეტაციებით და ექსპერიმენტებით.

ასევე მოისმენეთ ნინო და თამარ ჟვანიას შესრულებით, ნატალია ბერიძის კომპოზიციის, Letters from Risi (წერილები რიზიდან) პრემიერას.

აღნიშნული კომპოზიცია ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა, ხოლო არტისტის შთაგონების წყაროდ პატარა შვეიცარულ სოფელ Risi - ში სტუმრობა იქცა, რომელიც 2020 წლის ფესტივალის ფარგლებში შედგა.

პროგრამა:

ჟაკ დემიერი, ფორტეპიანო (შვეიცარია)

– იმპროვიზაცია

ნატალია ბერიძე (*1979, საქართველო)

– Letters from Risi/წერილები რიზიდან (2020) ორი ფორტეპიანოსთვის (პრემიერა)

ალფრედ ციმერლინი (*1955, შვეიცარია)

– Stillstandbild/გარინდების სურათი (1998) ორი ფორტეპიანოსთვის (ქართული პრემიერა)

ტჰომას ვალი (*1981, ავსტრია)

– Soliloquy V: The complement is not the opposite (2021) სოლო ჩელოსთვის (პრემიერა)

თომას კესლერი (*1937, შვეიცარია)

– Lufttore (2006) საქსოფონი და აკორდეონისთვის

(ქართული პრემიერა)

არტურ აკშელიანი (*1984, სომხეთი)

– Music for Trio (2015) საქსოფონი, ჩელო და აკორდეონისთვის

(ქართული პრემიერა)

ასრულებენ:

ჟაკ დემიერი, ფორტეპიანო (შვეიცარია) ნინო ჟვანია, ფორტეპიანო (საქართველო) თამარ ჟვანია, ფორტეპიანო (საქართველო), ტრიო SÆITENWIND (შვეიცარია) - იონას სტანცი, საქსოფონი (შვეიცარია), კაროლინა ომანი, ჩელო (შვედეთი), ოლივია სტეიმელი, აკორდეონი (გერმანია)

•••

ოთხშაბათი, 30 ივნისი 19:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

₾ 10.00