ვიბარებთ ბავშვებს!-მოგზაურობა პლანეტა B10-ზე

აღწერა

მოგზაურობა ბავშვებისთვის პლანეტა B10-ზე! ჩვენ შექვმენით ნამდვილი თავაგადასავალი 8 დან 14 წლამდე გართობისა და შემეცნების მოყვარული მოგზაურებისთვის.პლანეტაზე გამგზავრება იწყება დილის 11 საათზე ილუზიების მუზემიდან. ილუზიების სამყაროში ბავშვები დაყოფენ 40 წუთს, გამცილებელ ილუზიონისტთან ერთად. შემდეგი სადგური ჰოლოზეუმი, სადაც 25 წუთის მანძილზე ბავშვები დაათვალიერებენ მუზეუმს ჩარჩოების გარეშე, ჰოლოგრამულ ვიზუალურ პერფომანსს გამცილებელთან ერთად. მოგზაურობის მესამე ნაწილში მეათე აუდიტორიაში დაესწრებიან ასერტულობის ტრენინგს და საკუთარი გრძნობების და ემოციების გულახდილად გამოხატვას ისწავლიან - ერთი საათის მანძილზე. მოგზაურობა გაგძელდება ბთლემის ქუჩიდან ფუნიკულიორის ტრამვაიმდე, ძველი თბილისის ტურით. ტრამვაი მოგზაურებს გადასვამს მთაწმინდის პარკში, სადაც სადილის შემდეგ 360 გრადუსიან სფეროში მოვთავსდებით და ჩავეშვებით შემეცნებით პროცესში. კოსმოსის დათვალეიერების შემდეგ კი მთაწმინდის პარკში ერთი საათის მანძილზე ბავშვები ანიმატორებთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობებში. თამაშით გულმოჯერებული მოგზაურები დაუბრუნდებიან ფუნიკულიორის ტრამვაის და თავს ექპერიმენტორიუმში ამოყოფენ, სადაც 40 წუთის განმავლობაში ექსპერიმენტორიუმის თავბრუდამხვევ მასპინძლებთან ერთად ფიზიკის სხვადასხვა კანონებს შეისწავლიან და ბოლოს შთამბეჭდავ ქიმიურ შოუსაც უყურებენ. 18:45 წუთზე კი ემოციებით სავსე ბავშვებს მშობლები მოაკითხავთ ექსპერიმენტორიუმში, პავლე ინგოროყვას 17 ნომერში.

მოგზაურების ჯგუფს დაემგზავრება დედამიწაზე ყველაზე პასუხისმგებლიანი ბორტ გამცილებლები. თქვენ კი მშვიდად დაისვენეთ..

•••

საშვი