20.00 - 30.00

Close Encounters 2021 - Favourite Pieces

აღწერა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი (დ.აღმაშენებლის გამზ. 127)

Close Encounters-ის მეორე საღამოს ახალი თეატრის სცენა უმასპინძლებს და ის გაიხსნება კრისტიან მიულერისა და ჟაკ დემიერის დუეტით, ორი გამორჩეული შვეიცარიელი იმპროვიზატორის სპეცილაურად ფესტივალისთვის შექმნილი სეტით.

საღამოს მეორე ნაწილი თეატრის მთლიან სივრცეს დაიპყრობს:

გორის ცნობილი ქალთა გუნდი ოთხ ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთან, სანდრო ჩინჩალაძე (TeTe Noise), ანუშკა ჩხეიძე, გიორგი კობერიძე და ალექსანდრე კორძაიასთან (kordz) კოლაბორაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ ოთხ ახალ კომპოზიციას, რომელიც შექმნილია როგორც ვოკალური ანსამბლისთვის, ასევე ელექტრონული და აკუსტიკური ინსტრუმენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებული მუსიკოსები განსხვავებული შემოქმედებითი პრიორიტეტებით გამოირჩევიან, რაც ამ მულტიმედიურ პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს პროექტი სწორედ Close Encounters– ის ინიციატივით განხორციელდა და აუდიტორიის წინაშე პირველად სწორედ აღნიშნულ საღამოს შესრულდება.

Close Encounters- ის სტუმრობა ახალ თეატრში კეტი ვან ეკის ახალი კომპოზიციით დასრულდება, რომელიც შვეიცარელ-ჰოლანდიელმა საუნდ-არტისტმა და შემსრულებელმა სპეციალურად Close Encounters-ისთვის შექმნა და რომელშიც ფესტივალის ყველა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამა:

კრისტიან მიულერი, Live-ელეკრონიკა (შვეიცარია)

ჟაკ დემიერი, ფორტეპიანო (შვეიცარია)

– იმპროვიზაცია

ანუშკა ჩხეიძე (*1997, საქართველო)

– ? (2021) გუნდის და ელეკტრონიკისთვის (პრემიერა)

გიორგი კობერიძე (*1992, საქართველო)

– Der grüne Strahl (2021) დუეტი გუნდის და ელეკტრონიკისთვის (პრემიერა)

სანდრო ჩინჩალაძე, (*1981, საქართველო)

– Lunaris (2021) გუნდის და ელეკტრონიკისთვის (პრემიერა)

ალექსანდრე კორძაია (*1994, საქართველო/შვეიცარია)

– Introduction, Etude und Adagio (2021) გუნდის და ელეკტრონიკისთვის და ფორტეპიანოსტვის

(პრემიერა)

კეტი ვან ეკი (*1979, შვეიცარია/ჰოლანდია)

– Favourite Pieces in Cardboard Boxes (2021) ფესტივალის ყველა მუსიკოსის მონაწილეობით

(პრემიერა)

ასრულებენ:

გორის ქალთა კამერული გუნდი (საქართველო)

ანუშკა ჩხეიძე, (Halfi) ელექტრონიკა (საქართველო)

სანდრო ჩინჩალაძე, (TeTe Noise) ელექტრონიკა (საქართველო)

გიორგი კობერიძე, (Cobert) ელექტრონიკა (საქართველო)

ალექსანდრე კორძაია, (kordz) ელექტრონიკა/ფორტეპიანო (საქართველო/შვეიცარია)

კეტი ვან ეკი, პერფორმანსი (შვეიცარია/ჰოლანდია)

თამრიკო კორძაია, ფორტეპიანო (შვეიცარია/საქართველო)

კრისტიან მულერი, Live-ელეკრონიკა (შვეიცარია)

ჟაკ დემიერი, ფორტეპიანო (შვეიცარია)

ტრიო SÆITENWIND (შვეიცარია)

იონას სტანცი, საქსოფონი (შვეიცარია)

კაროლინა ომანი, ჩელო (შვედეთი)

ოლივია სტეიმელი, აკორდეონი (გერმანია)

შვეიცარიის საელჩოს პატრონაჟის ქვეშ

•••