შვლის ნუკრის ნაამბობი

აღწერა
მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს. რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც იხელმძღვანელა, ვაჟას პერსონაჟები სცენაზე თოჯინების სახით გააცოცხლა და ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი და გასაგები გახადა ისეთი მარადიული თემები, როგორიცაა დედა-შვილობა, კაცთმოყვარეობა, ბუნების სიყვარული, ადამიანური სისასტიკე და სხვა. ცოცხალია ყოველი სულდგმული: ფრინველიცა და ცხოველიც, ქვაცა და ბალახიც, ხმელი ფესვებიც და ობლად ამოსული ყვავილიც. მაყურებელი პატარა ნუკრთან ერთად ეცნობა ამ საოცარ სამყაროს და მისი ნაწილი, მისი გულშემატკივარი ხდება.

🎥რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
👨🏻‍🎨მხატვარი: ვახტანგ ქორიძე
🛍რეჟისორის თანაშემწე: ქეთი ქანთარია
🎼მუსიკალური გაფორმება: ნიკოლოზ საბაშვილი
📚ინსცენირების ავტორი: ნიკოლოზ საბაშვილი
➡️მონაწილეობენ: ნინო პაპიაშვილი, ლევან კაციაშვილი, ქეთი ჩაჩუა, გოგა ბერიძე, ირინე კუკულაძე, ნათია კუპატაძე, რატი ნავაძე, ეკატერინე შარიქაძე, ეკატერინე ხატიაშვილი, მარიამ ხუხუნაიშვილი


•••

საშვი