35.00

ბრევეტი

შაბათი, 03 ივლისი 07:30

თბილისი

აღწერა

ვიცით, რომ ბევრი ველომოყვარული ელით CCN - ის მორიგ ივენთს და აი ისიც

ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველად საქართველოში, ჩავატაროთ ბრევეტი და ველომოყვარულებს მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ძალიან საინტერესო ველოგამოწვევაში. ღონისძიება გაიმართება 3 ივლისს!

ცოტა რამ ბრევეტის შესახებ:

„ბრევეტი არის დროში შეზღუდული ველომსვლელობა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ბრევეტის მონაწილემ უნდა გაიაროს წინასწარ შედგენილი დისტანცია გარკვეულ შეზღუდულ დროში. ბრევეტის დაწყების წინ ყველა მონაწილეს მიეცემა ბიბ ნომერი და ისინი აღირიცხებიან ჩვენ მიერ დადგმულ ჩექპოინტებზე. მსვლელობის დასრულებისთვის კი მონაწილემ უნდა გაიაროს ყველა ჩექპოინტი. ტრადიციული ველოშეჯიბრისგან განსხვავებით , ბრევეტი არ არის შეჯიბრი და შესაბამისად არ ტარდება გამარჯვებულების გამოსავლენად. თითოეულ ჩექპოინტთან მისასვლელი დრო წინასწარ განსაზღვრულია და საშუალებას იძლევა კომფორტული სიჩქარით გადაადგილებისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ იარონ როგორც გუნდურად, ისე ცალკე. აქტივობის მთავარი მიზანი არის დისტანციის დაფარვა გარკვეულ დროში. მონაწილეებისთვის რეკომენდებულია შესაბამისი ტანსაცმლის ტარება და ველოსიპედის შესაკეთებელი ინსტრუმენტების ქონა.”

ბრევეტის მთავარი მიზანი არის ველომოყვარულები წაახალისოს საკუთარ თავთან გამოწვევებით. ყველა ფინიშერს გადაეცემა ბრევეტის ფინიშერის მედალი და შეძლებს, ამ სეზონზე, CCN - ის შემდეგ ბრევეტში მონაწილეობის მიღებას.

CCN - ის პირველი ბრევეტის მარშრუტი და სტრუქტურა კი შემდეგია:

ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ბრევეტის მარშრუტი. შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.strava.com/routes/2747763107722204096

მარშრუტი დაყოფილია 5 ჩექპოინტად, რომლებთან მისვლის დროებიც განსაზღვრულია ქალებისთვის და კაცებისთვის ცალ-ცალკე.

1. ჩექპოინტი - წყნეთის წყარო - 9.1 კმ - კაცები - 0.52 (>10,5 კმ/სთ), ქალები - 1:05 (>8.4 კმ/სთ)
2. ჩექპოინტი - ორბეთი - 26 კმ - კაცები - 2:00 (<13 კმ/სთ), ქალები - 2:20 (11.1 კმ/სთ)
3. ჩექპოინტი - სოფელი ალგეთი - 48 კმ - კაცები - 3:00 (>16 კმ/სთ), ქალები - 3:30 (>13,7 კმ/სთ)
4. ჩექპოინტი - ამლევი - 64 კმ - კაცები - 3:50 (16.7 კმ/სთ), ქალები - 4:30 (14.2 კმ/სთ)
5. ჩექპოინტი - კოჯორი - 92 კმ - კაცები - 5:50 (15.7 კმ/სთ), ქალები - 6:50 (13.4 კმ/სთ)

ჩექპოინტებზე დაგხვდებათ, წასახემსებლად, ბანანი და წყალი. მაგრამ რეკომენდებულია, რომ თქვენც გქონდეთ, გზაში წახემსებისთვის, თქვენთვის საყვარელი სნექები და ასევე წყალი.

თუ მონაწილე ჩექპოინტების დროში ვერ ჩაეტევა ის ეთიშება ბრევეტს. მას შეუძლია დაბრუნდეს უკანა გზაზე ან გააგრძელოს ბრევეტის მარშრუტი თავისი სურვილით, მაგრამ შემდეგ ჩექპოინტებზე აღარ აღირიცხება.

-დაწყების ადგილი: ბაგები (წყნეთის გზატკეცილი), ზუსტი ლოკაცია შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე.

-დამთავრების ადგილი: კოჯორის ცენტრი. აქ დაგხვდებათ წვენი და ბურგერები.

-გზის საფარი - 100% ასფალტი

- რეკომენდებული ველოსიპედი - Road, Gravel, Cyclocross, mtb. ელექტრო ველოსიპედები არ დაიშვება.

- ღონისძიება არის სრულიად არაკომერციული, მაგრამ მის ჩასატარებლად საჭირო თანხების შესაგროვებლად, ბრევეტი, იქნება ფასიანი.

- ბილეთის ფასი 35 ლარი.

- გთხოვთ დაიცვათ კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციები და ატაროთ პირბადე სტარტის და ფინიშის ტერიტორიაზე. ივენთი შესაძლოა გაუქმდეს/გადაიოდოს ძალიან ცუდი ამინდის ან კოვიდ-რეგულაციების ცვლილებების გამო.

გელოდებით დიდ ველოგამოწვევაზე, 3 ივლისს!

•••

შაბათი, 03 ივლისი 07:30

თბილისი

₾ 35.00