20.00 - 30.00

Close Encounters 2021- In Paradisum

აღწერა

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი (დ.აღმაშენებლის გამზ. 127)

აქტუალური მუსიკის ფესტივალის საღამოს ახალ თეატრში გახსნის შვეიცარელ-ჰოლანდიელი საუნდ-არტისტი და კომპოზიტორი კეტი ვან ეკი.

თავის პერფორმანსში იგი ერთი შეხედვით რუტინულ საგნებსა და ნივთებში მუსიკალურობას აღვიძებს და გაბედულად იკვლევს ელექტრონულ და აკუსტიკურ მოვლენებს ისე, რომ ინტიმურობას და თავისთვის დამახასიათებელ იუმორს არასდროს კარგავს.

პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიტერ კონრადინ ცუმთორის ორი ახალი ნაწარმოების პრემიერა მოისმინონ. კომპოზიციებს, რომლებიც სოლო ფორტეპიანოსთვის არის შექმნილი, ქართველ-შვეიცარიელ პიანისტ თამრიკო კორძაიას შეასრულებს.

ცუმთორს, როგორც დრამერს, ქართველი მსმენელი ფესტივალის წინა წლების ღონისძიებებიდანაც კარგად იცნობს.თავის ორ ახალ კომპოზიციაში იგი იკვლევს ფორტეპიანოს ხმოვან სხეულს, შემცირებული რესურსებით - მაგრამ მაქსიმალური ეფექტით!

საღამოს მეორე ნაწილში ჩვენ შვეიცარელ ტრიოს, SÆITENWIND ვხვდებით. თანამედროვე მუსიკის გამორჩეული ანსამბლი სამი მუსიკოსისგან, კაროლინა ოჰმანი (ჩელო), ოლივია შტაიმელი (აკორდეონი) და იონას ტშანცისგან (საქსოფონი) შედგება. ისინი ლაივ-ელექტრონიკის ესთეტიკის გათვალისწინებით მსმენელს ახალგაზრდა შვეიცარიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს გააცნობენ.

პროგრამა:

კეტი ვან ეკი (*1979, შვეიცარია/ჰოლანდია)
– In Paradisum (2019) პერფორმერის, ვაშლისა და ლაივ-ელექტრონიკისთვის (ქართული პრემიერა)

– Song No. 3/სიმღერა No 3 (2010) პერფორმერის, ჟესტების, გამაძლიერებლების, მიკროფონებისა და და ლაივ-ელექტრონიკისთვის (ქართული პრემიერა)

პიტერ კონრადინ ცუმტორი (*1979, შვეიცარია)
– Fifteen minutes სოლო ფორტეპიანოსთვის (პრემიერა)
– I’m out სოლო ფორტეპიანოსთვის (პრემიერა) მიშა კესლერი (*1959, შვეიცარია)
– 5 Phonisische Baccunicellen (2007) საქსოპონის, ჩელოს და აკორდეონისთვის (ქართული პრემიერა)
პაილ კლიფტი (*1978, ამერიკა/შვეიცარია)
– Astatine (2019) საქსოფონის, ჩელოს, აკორდეონის და ლაივ-ელექტრონიკისთვის (ქართული პრემიერა)
ეცკო კიოუჩი (*1986, ინაპონია/შვეიცარია)
– Onibi (2017) საქსოფონის, ჩელოს და აკორდეონისთვის (ქართული პრემიერა)

ასრულებენ:

კეტი ვან ეკი, პერფორმანსი (შვეიცარია/ჰოლანდია) თამრიკო კორძაია, ფორტეპიანო (შვეიცარია/საქართველო) ტრიო SÆITENWIND (შვეიცარია) იონას სტანცი, საქსოფონი კაროლინა ომანი, ჩელო ოლივია სტეიმელი, აკორდეონი

•••