შეყრა

აღწერა

შეყრა

ზურაბ ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით

რეჟისორი დავით დოიაშვილი

კომპოზიტორი რუსუდან მორჩილაძე

ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე

კოსტუმების მხატვარი ანა ნინუა

სიმღერის ტექსტების ავტორი ირინა სანიკიძე

მონაწილეობენ

სოფო ნიჟარაძე, ლიზა ყენია, გიორგი ვარდოსანიძე, არჩილ სოლოღაშვილი ალექსანდრე ბეგალიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, ლაშა რამიშვილი, გიორგი ყველაშვილი, ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, მარინა ჯოხაძე, სალომე ყიფიანი, ანა წერეთელი, ტატო ჩახუნაშვილი, გიგი ქარსელაძე, ლევან კახელი, ჯეჯი სხირტლაძე, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ტორიაშვილი, ცისია მეტრეველი, ნიკოლოზ ნანიტაშვილი

სპექტაკლის შესახებ

ახალი ქართული მიუზიკლი ,,შეყრა“ მე-19 საუკუნის გამოჩენილი დრამატურგის ზურაბ ანტონოვის პიესის ,,მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით შეიქმნა.

ფაბულა ძველი თბილისის ცხოვრებიდან არის აღებული.

თბილისი ყოველთვის მრავალეროვანი ქალაქი იყო, სადაც ერთმანეთის გვერდით განსხვავებული და თვითმყობადი კულტურები თანაარსებობდნენ და ეს მრავალმხრივ არის წარმოდგენილი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით დრამატურგიაში.

პერსონაჟების მოქმედებას ძველ თბილისში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენა - მზის დაბნელება განაპირობებს. ისინი ცდილობენ ერთ დღეში შეიცვალონ, გახდნენ კეთილშობილნი, რადგან გადარჩება მხოლოდ ის, ვინც უცოდველი და დაოჯახებული იქნება.

სიმღერებით, ცეკვით და იუმორით უხვად გაჯერებული სიუჟეტი ქართული ვოდევილების თავისუფალ ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც თანამადროვე მაყურებლისთვის საინტერესო სანახაობად იქცევა.

+12

•••

საშვი