სიყვარულის ეიფორია

აღწერა

რეჟისორი: დავით შალიკაშვილი

ქორეოგრაფი: ნინო ლორთქიფანიძე

სპექტაკლში, ასახულია სასიყვარულო ემოციისგან გამოწვეული მოვლენების განვითარება სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანების, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ცხოვრების წესით, სურვილებით და მიზნებით. თითოეულის ცხოვრებაში სიყვარული გარდამტეხ როლს ასრულებს, უცვლის ჩვეულ რიტმს, უწევთ სხვადასხვა წინააღმდეგობების გადალახვა და დასასრულიც განსხვავებული აქვთ. ასევე, სპექტაკლი დაკავშირებულია მსოფლიოში დღესდღეობით განვითარებულ მოვლენებთან და ნათლად წარმოაჩენს დღევანდელი რეალობის მთავარ, მიმდინარე პრობლემას. თანამედროვე და კლასიკური ჟანრის პანტომიმა სინთეზურადაა შერწყმული. სიყვარულის ქარტეხილში მოხვედრილი ადამიანების პლასტიკის ენით გადმოცემული ემოციების ზღვა გულგრილს არცერთ მაყურებელს დატოვებს.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: შალიკაშვილი (Junior)

6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო.

•••

საშვი