თოლია (პრემიერა)

აღნიშნული ღონისძიება ჯერ არ გამოქვეყნებულა

აღწერა

ანტონ ჩეხოვი

თოლია

რეჟისორი დავით დოიაშვილი
სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი
კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე
ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე
განათების მხატვარი ია ნადირაშვილი

მონაწილეობენ

ბუბა გოგორიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ამირან ამირანაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ტასო ჭანტურაია, ზაალ ჩიქობავა, ალექსანდრე ბეგალიშვილი, ნანა ბუთხუზი, ნანკა კალატოზიშვილი, დევი ბიბილეიშვილი

სპექტაკლის შესახებ:

...როცა სიყვარულს ვერ გრძნობ, ან აუფასურებ, ან უნებურად უარყოფ, ან ნებით კლავ მას, რადგან შეუპყრიხარ უიმედობას, ამპარტავნებას, უნდობლობას!.. როცა, არეული გაქვს საკუთარი გრძნობების, ემოციების, საქციელების, სურვილების კრიალოსანი!.. როცა, ბუნებრივ მოთხოვნილებებს, მხოლოდ პირით მოისაქმებ და არ გაინტერესებს, ვის სივრცეს ანაგვიანებ!.. როცა ხელოვნება შენთვის ნიჰილიზმზე, სისხლზე, ილუსტრაციაზე, მშრალ რეალობაზე გადის და არ არის სულის ნამდვილი თავშესაფარი!.. როცა, მსოფლიო სულიც, შენთვის, მხოლოდ ერთ პატარა თოლიაში მოქცეულა, რომელსაც, უტიფრად, შენივე სახელს არქმევ!.. როცა ღალატობ შენს იდეალებს, პრინციპებს, საკუთარ თავს, ხდები უსუსური და გამოსავალს გაქცევაში ხედავ - ბუნებრივია, ჰო, ლოგიკურია - ჩამოხსნა და გამოკრა ხელი რკინის ცივ ჩახმახს და ცხელი ტყვია შეუშვა საკუთარ სხეულში, იმ იმედით, რომ იქნებ - ამ ტყვიის სიმხურვალემ გაათბოს, გააცოცხლოს, აანთოს შენი - სიყვარულისგან და არა სისხლისგან დაწრეტილი, დაცლილი გვამი!..

ასაკობრივი შეზღუდვა: +12

•••

საშვი