DataFest Online - All About AI

აღწერა

DataFest Online არის DataFest Tbilisi-ის - მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესახებ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის - სპეციალური, ციფრული გამოშვება, რომელიც თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად.

DataFest Online სამ დღეს გაგრძელდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებს და პანელურ დისკუსიებს ხელოვნური ინტელქეტის გამოყენებაზე ტექნოლოგიებში, ბიზნესში და საზოგადოებრივი სარგებლისთვის.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების "საშვის" მიღებისას უნდა მიუთითოთ ის ელ. ფოსტის მისამართი, რომელსაც გამოიყენებთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

DataFest Online-ის ორგანიზატორია ფორსეტი, ხოლო პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, გრანთ თორნტონი.

DataFest Online-ის ძირითადი მედია პარტნიორია: NEXT.On.ge

•••

საშვი