ჰამლეტი/მანქანა

აღწერა
ჰაინერ მჲულერი
ჰამლეტი/მანქანა
გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქელაძემ

დამდგმელი რეჟისორი / ინსცენირების ავტორი - ზურაბ გეწაძე
კოსტუმების მხატვარი – სოფო მარიამ ქორიძე
სცენოგრაფია – შოთა გლურჯიძე, ზურაბ გეწაძე
კომპოზიტორი/ცოცხალი შესრულება - ერეკლე გეწაძე
ქორეოგრაფი - ქეთი ასათიანი
ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ელენე მონასელიძე

მონაწილეობენ:
ქეთი ასათიანი, ვანო თარხნიშვილი, ნინი იაშვილი, პაატა ინაური, ლია კაპანაძე, ნანუკა ლითანიშვილი, თორნიკე ქასრაშვილი, ქეთა შათირიშვილი, გაგი შენგელია, ნიკა წერედიანი.
სპექტაკლი ერთ მოქმედებად
ხანგრძლივობა - 85 წუთი

სპექტაკლი „ჰამლეტი/მანქანა“ თანამედროვე მაყურებელს სთავაზობს მოულოდნელი, ორიგინალური კუთხით დანახულ, საუკუნეების წინ წამოწეულ „ჰამლეტის პრობლემას“ - მოაზროვნე ადამიანის მდგომარეობას დღევანდელ მსოფლიოში, რომლისთვისაც ისევე რთულია ადათ-წესებზე დაფუძნებული, კარგად მოფიქრებული და გააზრებული გადაწყვეტილების განხორციელება, როგორც 1600 წელს შექსპირის პერსონაჟისათვის. სპექტაკლის ე.წ. „ხერხემალი“ წარმოადგენს გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მჲულერის თანამედროვე პოსტმოდერნულ ტექსტს, რომელიც თითქოს დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ამ ფონზე სასოწარკვეთილებამდე მისული მოაზროვნე ადამიანების მდგომარეობაზე და გამოსავლის ძიებაზეა დაწერილი.
ჰამლეტის სახე არაერთაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილებულია თანამედროვე მსოფლიოს გიჟურ რეალობაში ადამიანის პრობლემაზე. ძნელი სათქმელია, ეს წარმოსახვითი სიგიჟეა, თუ არა.
ჰამლეტის შინაგანი მონოლოგი, ისევე როგორც შექსპირთან, არის ნიმუში ფილოსოფოსის დაძაბული ფიქრისა და შრომისა ნააზრევის ფორმირებისთვის. ჰამლეტისეულ „ყოფნა-არყოფნის“ კითხვა კარგავს ყველანაირ მნიშვნელობას, რადგან კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლებსაც კი არ აქვთ მცირედი შესაძლებლობა იმისა, რომ თავი აარიდონ მსოფლიოში მიმდინარე „კოლექტიური დანაშაულებების ორომტრიალს“.
•••

საშვი