ჯადოქრის სახლი

აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა

აღწერა

“ჯადოქრის სახლი” საცირკო-ქორეოგრაფიული დადგმაა, რომელიც ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობს. გოგონა ჯადოქრის სახლში ხვდება, სადაც ჯადოქარი და მის მიერ გაცოცხლებული, კარტიდან გადმოსული პერსონაჟები, მას საოცარ, მოულოდნელობებით სავსე, დაუვიწყარ თავგადასავალში გაახვევენ.

"ქუჩის თეატრი” მსახიობებით, მოცეკვავეებით, ჟონგლიორებით, აკრობატებით და მიმებით დაკომპლექტებული დასია, რომელიც 2014 წელს მსახიობმა და მოცეკვავე ირაკლი ბიგვავამ დააარსა.

წარმოდგენა თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.

12 წლამდე ბავშვებისთვის დასწრება უფასოა. ერთ უფროსს შეუძლია შემოიყვანოს მხოლოდ ერთი ბავშვი.

საშვი