

ჩეხოვის ღიმილი / Chekhov’s Smile
გაუქმდა ორგანიზატორის მიერ
კვირა, 25 აპრილი 17:00
სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრი
აღწერა
კომედია
სპექტაკლი დადგმულია ჩეხოვის ორი მოთხრობის მიხედვით.
პირველი მოქმედება
ჩინოვნიკის სიკვდილი
საშუალო დონის ჩინოვნიკი, ჩერვიაკოვი მოიპოვებს ბილეთს წარმოდგენაზე, რომელიც თეატრ „არკადიაში“ გაიმართება. წარმოდგენა იწყება, ჩერვიაკოვის წინა რიგში გენერალი ბრიზჟალოვი ზის. ჩერვიაკოვი დააცემინებს. ასე იწყება უბრალო ჩინოვნიკის და გენერალის ტრაგი-კომიკური ამბავი.
მეორე მოქმედება.
ფიცხი ადამიანის ჩანაწერები
ახალგაზრდა კაცი ნიკოლაი ანდრეევიჩი იწყებს დისერტაციაზე მუშაობას. მეზობლის ქალიშვილი მაშენკა ცდილობს მოხიბლოს, „ხელში ჩაიგდოს“, ცოლად გაყვეს ანდრეი ნიკოლაევიჩს.