

PechaKucha Night Tbilisi vol. 11: on Fake News
აღწერა
ღონისძიების მოდერატორია ნინო მაჭარაშვილი, თბილისში არსებული მონაცემთა კომუნიკაციის ორგანიზაციის "ფორსეტის" დირექტორი და თანადამფუძნებელი.
არტვორქი დამზადებულია:
ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტად აღწევს, ამასთან ერთად კი ზოგიერთებისთვის მარტივდება ახალ ამბებად შეფუთული ტყუილების გავრცელება, რიგითი ონლაინ მომხმარებლისთვის კი უფრო მეტად რთულდება ტყუილ-მართლის გარჩევა. გადავწყვიტეთ, ერთ ვირტუალურ სივრცეში მოვიწვიოთ სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები და მათგან მოვისმინოთ, თუ როგორ ცდილობენ თითოეული ჩვენგანის დაცვას ყალბი ამბებისგან - იქნება ეს თამაშების გამოყენებით, კვლევებით, მანქანური დასწავლის ალგორითმებით, სახელმწიფოთაშორისი კოორიდინირებული აქტივობებითა თუ სხვა ღონისძიებებით.
ღონისძიებისა და სპიკერების გამოსვლების ენაა ინგლისური.
ღონისძიებისა და სპიკერების გამოსვლების ენაა ინგლისური.
🎤 სპიკერები:
💭 კამილ ვან ჰოფელენი, DocuSign-ის მონაცემთა მეცნიერი
💭 ქეთი ბოჯგუა, პროექტ "Davita.Official"-ის თანაავტორი
💭 გიორგი ნაკაიძე, პროექტ "ვინ ვინ არის - Vin Vin Aris"-ის თანადამფუძნებელი
💭 აარონ შაროკმანი, PolitiFact-ის აღმასრულებელი დირექტორი
💭 ანელი აჰონენი, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (European External Action Service - EEAS]) აღმოსავლეთის სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერაციული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი
💭 ოლგა ჩიჟოვა, საგარეო პოლიტიკის საბჭოს "უკრაინული პრიზმის" (Foreign Policy Council "Ukrainian Prism") კომუნიკაციების დირექტორი
💭 ფრანაკ ვიაჩორკა, ციფრული კომუნიკაციების ქსელის (Digital Communication Network) ტრენინგების ხელმძღვანელი
💭 ქეთევან ჩაჩავა, CDD - განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი-ს აღმასრულებელი დირექტორი, სექტორი 3 • Sector 3-ის თავმჯდომარე
💭 მუჰამად რადვანი, Radwan, Tactical Tech-ის პროექტის კოორდინატორი


Tatia Nadareishvili
.მეტი ინფომაცია ივენთზე: https://facebook.com/events/639870370070280