cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

DataFest Online

აღწერაDataFest Online არის DataFest Tbilisi-ის - მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის შესახებ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის - სპეციალური, ციფრული გამოშვება, რომელიც თავს მოუყრის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მონაცემებით დაინტერესებულ პროფესიონალებს - ერთმანეთისთვის შთაგონების გასაზიარებლად და მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად. DataFest Online სამ დღეს გაგრძელდება და უმასპინძლებს ინსპირაციულ გამოსვლებს (პირველი დღე), ვორქშოპებს (მეორე დღე) და დატატონებს (მესამე დღე). გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღონისძიების "საშვის" მიღებისას უნდა მიუთითოთ ის ელ. ფოსტის მისამართი, რომელსაც გამოიყენებთ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

პირველი დღის "საშვი" - 10 GEL
დასწრებას შეძლებთ მხოლოდ პირველი დღის ინსპირაციულ გამოსვლებზე.

3-დღიანი "საშვი" - 30 GEL
დასწრებას შეძლებთ ყველა გამოსვლაზე, ვორქშოპსა და დატატონზე.

სუპერ "საშვი" - 150 GEL
დასწრებას შეძლებთ ყველა გამოსვლაზე, ვორქშოპსა და დატატონზე, გექნებათ წვდომა ექსკლუზიურ ვირტუალურ სივრცებზე, მიიღებთ DataFest Tbilisi-ის სასაჩუქრე ნაკრებს და მომდევნო offline ივენთზე 50%-იან ფასდაკლებას.