Paul Kalkbrenner

ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია

პარასკევი, 14 მაისი 23:00

Warehouse 7 / VII პავილიონი

აღწერა
გაცნობებთ, რომ Paul Kalkbrenner-ის ღონისძიება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადაიდო. სურვილისამებრ, TKT.GE სრულად დაგიბრუნებთ ბილეთ(ებ)ის საფასურს საკომისიოს ჩათვლით, თუმცა შეგიძლიათ დაიტოვოთ აღნიშნული ბილეთ(ებ)ი, რომლითაც შეძლებთ განახლებული თარიღით ჩანიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას. გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე, სადაც გააქტიურებულია დაბრუნების ღილაკი. საბანკო პროცედურას შესაძლოა დასჭირდეს 3 სამუშაო დღე თანხის ანგარიშზე ასახვისათვის. გაითვალისწინეთ, რომ დაბრუნების შემთხვევაში გაყიდვები განახლდება მე-2 კალათის ფასით (70₾).

ღონისძიებათა სერია Monument-ის მასპინძლობით, 2021 წლის 14 მაისს, თბილისს პირველად ეწვევა გერმანელი არტისტი Paul Kalkbrenner. გერმანელი მუსიკოსი, რომელიც საკუთარი “ლაივ აქტებით” გამოირჩევა და რომლის ანგარიშზე არაერთი პრესტიჟული ჯილდოა, ელექტრონული მუსიკისა და კულტურის ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მის მუსიკას მსმენელი მიყავს შორს დღევანდელი ყოველდღიური ცხოვრებისგან და გადაყავს ახალ აღმაფრთოვანებელ სამყაროში, რომელიც სავსეა: ემოციებით, ხელოვნებით, აბსურდულობით, მეგობრობით, იმედითა და სიყვარულით.

______________________________


ასაკობრივი შეზღუდვა +18

Early Bird ბილეთები - 50₾
I კალათა - 60₾
II კალათა - 70₾
კარზე - 90₾

VIP ბილეთები:

I კალათა - 150₾
II კალათა / კარზე - 200₾
•••

პარასკევი, 14 მაისი 23:00

Warehouse 7 / VII პავილიონი