cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

ანანური - ყაზბეგი

აღწერამოინახულე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი , ანანური-ყაზბეგის ერთ დღიანი ტური . გავუყვებით საქართველოს ჩრდილოეთით სამხედრო გზატკეცილის გასწვრივ კავკასიონის მთებში. ეს არის მთავარი გზა რომელიც აკავშირებს თბილისსა და ვლადიკავკაზს (220 კმ) ეს მარშრუტი ძვ.წ. I საუკუნიდან თარიღდება და კვლავაც მნიშვნელოვანია, როგორც კავკასიის მთების გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა. ანანური-ყაზბეგის ტური მოიცავს რამდენიმე ტურისტულ მარშუტს როგორიცაა: ანანურის ციხესიმაგრე, ჟინვალის წყალსაცავი, გერგეთის წმინდა სამება, ყაზბეგი . ექსკურსიას გაუძღვება ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი. ჩვენ მოვინახულებთ:
  • ჟინვალის წყალსაცავი- ჟინვალის წყალსაცავი არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდინარე არაგვის ხეობაში მდებარეობს, ჟინვალში, კავკასიონის მთებში. მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავი ხელოვნურად წარმოქმნილია , რეზერვუარი აღფრთოვანებს სტუმრებს თავისი ფირუზისფერი წყლით. შეგიძლიათ დატკბეთ ანანურის ციხის წყალსაცავის ხედით, რომელიც პოპულარული ტურისტული სანახაობაა თავისი განსაცვიფრებელი, პანორამული ხედებით.
  • ანანური - ციხესიმაგრე რომელიც მდებარეობს მდ. არაგვის სანაპირო ზოლზე, ჟინვალის წყალსაცავიდან არც ისე შორს და თბილისიდან 70 კმ-ის დაშორებით. მისი ადრეული ნაწილები მე -13 საუკუნით თარიღდება. ციხე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სავარაუდო სიაშია. ციხე შედგება ორი ციხე-სიმაგრისაგან რომელთაგან ერთ ერთი მდებარეობს ზედა საფარზე დიდი სწორი კოშკით, რომელსაც ეწოდება შეუპოვარი.
  • ყაზბეგი - გერგეტი
დეტალური ინფორმაცია :
  • ტური ხორცილედება ყოველდღიურად
  • გასვლის დრო - 09 : 00
  • შეხვედრის ადგილი : City sightseeing Tbilisi - ის ოფისი
  • ხანგრძლივობა : დაახლოებით 10-11 საათი
  • ტურის ფასი არ მოიცავს მთაზე (გერგეთის წმინდა სამება) ტრანსპორტირების დამატებით ღირებულებას რომელიც ნებაყოფლობითია, 15 ₾ ერთ ადამიანზე.
ღირებულებაში არ შედის: - ლანჩი