₾ 105.00


ქუთაისი - სათაფლია
აღწერა
სათაფლიაში შესასვლელი ბილეთის საფასური: 17,25 ₾
მოინახულე ძველი ქალაქი ქუთაისი,
მოწამეთას მონასტერი, გელათის მონასტერი და პრომეთეს მღვიმე ერთდღიანი ტურით.
ჩვენი ტურის საშუალებით თქვენ
გეძლევათ საშუალება ესტუმროთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებს საქართველოს
ერთ-ერთი უძველესი ქალაქის გარშემო და შეისწავლოთ საქართველოს ბუნებრივი საოცრება,
როგორიცაა მიწისქვეშა წყლები, მღვიმე, მდინარეები და ტბები.
ექსკურსიას გაუძღვება
ინგლისურენოვანი და რუსულენოვანი გიდი.
ჩვენ მოვინახულებთ:
ჩვენ მოვინახულებთ:
- ქალაქი ქუთაისი - ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი ქალაქი, არგონავტების ტერიტორია, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს თვალწარმტაცი მდინარე რიონის ნაპირზე. ( გაჩერების გარეშე)
- მოწამეთას მონასტერი - მდებარეობს ქუთაისიდან 6 კმ - ში. მდებარეობს წყალწითელას მდინარის ხევის ზევით, მონასტრიდან იშლება მდინარის და მისი მიმდებარე ადგილების შთამბეჭდავი ხედები. უკიდურესად იზოლირებული ადგილია და იშვიათად სტუმრობენ ტურისტები.
- გელათის მონასტერი. ქართული არქიტექტურის ეს შესანიშნავი რესტავრირებული ძეგლი იყო შუა საუკუნეების სულიერი და სამეცნიერო ცხოვრების ცენტრი, ქართველ მმართველთა საფლავი, მომლოცველთა საკულტო ადგილი. იგი ქუთაისიდან 1 კმ-ში მდებარეობს და იუნესკოს მფარველობის ქვეშ მყოფი კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტია. ფაქტობრივად, გელათი მდიდარი ისტორიული არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც მოიცავს უძველეს მონასტერს, სამრეკლოს, ეკლესიას და აკადემიას, რომელიც შეიქმნა 1106 წელს საქართველოს დიდი მმართველი დავით აღმაშენებლის მიერ. ამრიგად, გელათი არა მხოლოდ ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, არამედ კულტურის, ისტორიისა და მეცნიერების უდიდესი ცენტრიც. დავით აღმაშენებელმა, რომელსაც თავისი ქვეყნისთვის დიდი საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა უნდოდა, აკადემიაში საუკეთესო ქართველი მეცნიერები შეიკრიბა. გელათში იყო დიდი და მდიდარი ბიბლიოთეკა, პედაგოგები და მეცნიერები აკადემიაში ყველაზე განათლებული ხალხი იყვნენ.
- სათაფლია
დეტალური ინფორმაცია :
- ტური ხორციელდება: ოთხშაბათს და კვირას
- გასვლის დრო - 08:30
- შეხვედრის ადგილი : City sightseeing Tbilisi -ის ოფისი
- ხანგრძლივობა : დაახლოებით 12 საათი
- ტურის ფასი არ მოიცავს მღვიმეში შესასვლელი ბილეთის ფასს , რომელიც ნებაყოფლობითია.
სათაფლიაში შესასვლელი ბილეთის საფასური: 17,25 ₾