2.00 ₾ -

დან

თბილისის ზოოპარკი

აღწერა

თბილისის ზოოპარკი დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო პარკია. აქ შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ როგორც ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები, ისე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბინადარი ცხოველები – დიდებული თეთრი ლომები, ულამაზესი მოხატულობის წინააზიური ჯიქები, აზიური სპილოები, თეთრი მარტორქა, ჰიპოპოტამი და სხვა.

მრავალფეროვანია ზოოპარკის ფრინველების კოლექციაც – ამაყი მტაცებლები, თავმომწონე ფარშავანგები, სხვადასხვა სახეობის ხოხბები და ჭრელა-ჭრულა თუთიყუშები.

ეგზოტარიუმში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფერად-ფერადი თევზები, შხამიანი და მახრჩობელა გველები და სხვა რეპტილიები.

სულ თბილისის ზოოპარკში თავმოყრილია 200-მდე სახეობის 1500-მდე ცხოველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი, ბუნებაში მცირე რაოდენობით შემორჩენილი სახეობები.

ზოოპარკი მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმეების ჩათვლით.

სამუშაო საათები:

• 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე: 10:00-დან 19:00 საათამდე;

• 1 აპრილიდან 1 ოქტომბრამდე: 10:00-დან 21:00 საათამდე.

ბილეთების გაყიდვა წყდება ზოოპარკის დაკეტვამდე 1 საათით ადრე.

შემოსვლის საფასური:

• 3 წლამდე – უფასო;

• 3-დან 12 წლამდე – 2 ლარი;

• 12 წლიდან ზემოთ – 4 ლარი.

ეგზოტარიუმში შესვლის საფასური:

• 3 წლამდე – უფასო;

• 3-დან 12 წლამდე – 1 ლარი;

• 12 წლიდან ზემოთ – 2 ლარი.

სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ზოოპარკში შემოსვლა უფასოა (აუცილებელია შესაბამისი ბარათის წარმოდგენა).