Horizon • ჰორიზონტი
აღწერა
2020 წლის 8 აგვისტოს 15:00 საათიდან 9 აგვისტოს 12:00 საათამდე, ორბეთში თბილისიდან 15-20 წუთის სავალზე, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოსა და მთების “შუაგულში” თვალუწვდენელ ჰორიზონტზე, თქვენ დაგხვდებათ Horizon ბრენდის მიერ შემუშავებული ინფრასტრუქტურა და რეორგანიზირებული ლოკაცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მუსიკისა და ბუნების კოლაბორაციით.

ბილეთები გაიყიდება შეზღუდული რაოდენობით, შესაძენად აუცილებელია ონლაინ ვერიფიკაცია, 1 ვერიფიცირებულ პიროვნებაზე შესაძლებელია 2 ბილეთის შეძენა.

სურვილის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგემსახუროთ Vip კლასის ავტობუსებით, რომელიც უზრუნველყოფსთქვენს გადაადგილებას ორ გზაზე თბილისი- ორბეთი- თბილისი.
მოსულ სტუმრებს დახვდებათ სასიამოვნო გარემო და ყველა ის ინფრასტრუქტურა რაც დასვენებისთვის არის საჭირო. მოწვეულნი არიან ლოკალური არტისტები. ჩვენი გუნდი სტუმრებს პირდება, უამრავ ენდორფინს, დაუვიწყარ და სასიამოვნოდღეს ჰორიზონტზე, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გემახსოვრებათ.

Line up :
Nicole
Kote Japaridze
Kavel
Mckenzie Simone
L9
Levi Love Disco
Setkva

ბილეთის ფასი:
I კალათა – 30 ₾ (SOLD OUT)
II კალათა – 40 ₾
III კალათა – 50 ₾

Face/Age Control 18+