Streampool
აღწერა

Streampool (სთრიმფული) - ღამის ლაბორატორიის, lenø records-ის, ფონდ “ელექტრონავტის”, მედია ჰოლდინგი FOR YOU და TKT.GE/Lemondo ს ერთობლივი სოციალური სოლიდარობის ინიციატივა/პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში და შემდგომშიც კრეატიულ ინდუსტრიას, კლუბებს, საკონცერტო დარბაზებს, თეატრებს, მომხსენებლებს, ქუჩის მუსიკოსებს, დი-ჯეებს და ნებისმიერ შემოქმედებით ადამიანს მისცეს ახალი მონეტიზაციის ვირტუალური საშუალება და მისი საქმიანობის პოპულარიზაციის პლატფორმა.
Streempool ვირტუალური გადახდების პლატფორმაა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილმა დარგებმა, არტისტებმა, შემოქმედებით ადამიანებმა (სთრიმერებმა) უსასყიდლოდ შეიძლება გამოიყენონ ვირტუალური კონცერტების, პრეზენტაციების, კინოჩვენებების, მედიალური პროექტების, საქველმოქმედო და სოლიდარობის კამპანიების (და სხვა) ჩატარებისას. ამ პლატფორმის გამოყენებით ისინი შეძლებენ საკუთარი ხელოვნების/პროექტების მომხმარებლამდე მიტანას და მონეტიზაციას პანდემიის და პოსტ-კორონა პერიოდში.