სტრესის მართვის ვორკშოპი ,,ბურგერ ინნ''-ში
აღწერა
სტრესის მართვის ვორკშოპი ბურგერ ინნ-ში არის სპეციალურად ამერიკული მეთოდოლოგიით შექმნილი ბურგერების მასტერკლასი და ქოუიჩინგი იმის შესახებ თუ რა რთულია მშიერზე საკუთარ თავად დარჩენა და პოზიტიურად ფიქრი.

ამერიკული ბურგერები თქვენ გაგიზიარებენ თავიანთ დაგროვილ ცოდნასა და გემოებს, რათა დაამარცხოთ შიმშილი, სტრესი და იქცეთ საკუთარი თავის ყველაზე გემრიელ, ჯანსაღ ვერსიად.

შეძენილი ბილეთით თქვენ შეგეძლებათ მიირთვათ ქოუჩების ცოდნა და არომატები ანუ ბურგერები, ამიტომ ეს იქნება ყველაზე გემრიელი სტრესის მართვის ვორკშოპი.

ვორკშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

გაითვალისწინეთ, რომ ვორკშოპი არის ერთ საათიანი და უნდა იყოთ ადგილზე ზუსტ დროს მშიერ მდგომარეობაში.

დაგვიანების შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება