Fred P
აღწერა
21 თებერვალს კლუბი კოლიბრი ჰაუს მუსიკის ლეგენდარულ წარმომადგენელს Fred P-ის უმასპინძლებს. ყველა, ვინც თვალს ადევნებს ჰაუს მუსიკის განვითარებას ამერიკის კონტინენტზე ბოლო ათწლეულში, აუცილებლად იცნობს Fred Peterkin იგივე Fred P იგივე black jazz consortium-ის ხელოვნებას.

Fred P-ის ოც წლიან კარიერას Resident Advisor-ზე ერთი სიტყვით აფასებენ და „deep“-ს, მის ჰაუს მუსიკას კი მოგზაურობას უწოდებენ, მოგზაურობას სხვა სამყაროში. ნიუ-იორკის ყოფილი რეზიდენტი ახლა უკვე ბერლინში მოღვაწეობს. მას ამ დროისთვის ორი ლეიბლი „Soul People Music“ & „Perpetual Sound“, თერთმეტი ჩანაწერი და უამრავი EP აქვს.

Fred P-სთან ერთად კლუბ Colibri-ში დაუკრავენ ყველასათვის ცნობილი ქართველი არტისტები Nika J და 98dots.

FACE AND AGE CONTROL (21+)

I კალათა: 40ლ
II კალათა / კარზე: 50ლ

ონლაინ ბილეთის შესაძენად გთხოვთ გაიაროთ ვერიფიკაცია. (მათ, ვინც წინა ივენთზე გაიარეს ვერიფიკაცია, აღარ მოუწევთ ხელმეორედ მოთხოვნის გამოგზავნა).

⚠ გაითვალისწინეთ, რომ 21 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანები კლუბში არ დაიშვებიან. შესაბამისად, ვინც tkt.ge-ზე მოტყუებით გამოაგზავნის ასაკს და ბილეთს შეიძენს, ბილეთის ფული არ დაუბრუნდება უკან.

⚠ კლუბში მოსულმა ყველა პირმა უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. არ დაიშვება პირადობის/პასპორტის ფოტო, აუცილებელია ფიზიკური საბუთი.