ბლუზ ფესტივალი 2020
აღწერა

რიგით მეოთხე ყოველწლიური ბლუზ-ფესტივალი ლაგოდეხში - Bluesfest 2020 იდეის ავტორებმა ვიქტორ კერვალიშვილმა და ნატალია კალანდაძემ შეარჩიეს ადგილი ლაგოდეხის ტყის მასივში, ნაკრძლის მიმდებარედ და ნამდვილი ბლუზ ვილიჯი მოაწყვეს.
შემდეგ შეკრეს პროფესიონალ არტმენეჯერთა გუნდი ჩიკაგოს ბლუზდივა შერონ ლუისსა და მოსკოვის ბლუზის მეფე გია ძაგნიძესთან ერთად. ეფექტიანი გუნდური მუშაობით მეოთხე წლის პროგრამაც მზადაა. ფესტივალი ბლუზის სამყაროში უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია.ფესტივალი ემსახურება ბლუზის, როგორც ამერიკული სუბკულტურისა და მაღალი ხარისხის მუსიკალური ჟანრის პოპულარიზაციას, მსმენელთა აუდიტორიის გაფართოვებასა და ახალი თაობის ბლუზმენების აღზრდას საქართველოში, ასევე ტურისტული პოტენციალის გაზრდას რეგიონში.

ლაგოდეხს ეწვევიან ბლუზის და ჯაზის ნამდვილი ლეგენდები:
18 ივლისი: Thornetta Davis - Detroit’s Queen of the Blues, გია ძაგნიძე
25 ივლისი: Ronnie Hicks, Sharon Lewis
1 აგვისტო: Boney Fields, Waldo Weathers
8 აგვისტო: მაია ბარათაშვილი, Sharon Lewis
15 აგვისტო: Big Daddy Wilson (Bluesband)
22 აგვისტო: Carlos Johnson, გია ძაგნიძე

ასაკობრივი შეზღუდვა: 10 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან



18 ივლ
25 ივლ
01 აგვ
08 აგვ
22 აგვ