ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი

აღწერა

მატეი ვიშნეკი - ,,ქალის სხეული, როგორც ბრძოლის ველი”

ქალის სხეული ხდება ბრძოლის ველი, ევროპის სახე მეოცე საუკუნის ბოლოს. ქეითისა და დორას დიალოგში იკვეთება ტრაგედიის კონტურები - რა ელით პატარა ერებს? როგორი იქნება მათი მომავალი? როდის ხდება მათი - ქალების სხეული ბრძოლის ველი? დამდგმელი გუნდი ვიზუალური და ესთეტიკური გამომსახველობითი საშუალებებით პიესის ორიგინალურ გააზრებას გვთავაზობს.

თარგმანი - თეონა მოდებაძე
რეჟისორი - ირაკლი გოგია
კომპოზიტორი - მეჰრან მირმირი
კოსტიუმების მხატვარი - სალომე ბათლიძე
რეჟისორის ასისტენტი - გიორგი ყაულაშვილი

მონაწილეობენ: გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე

21 ნოე
01 დეკ
19 დეკ