ბათუმის საბაგირო გზა
აღწერა
საბაგირო გზა და გასართობ-კულტურული ცენტრი "არგო" ბათუმში ჩამოსული ტურისტებისთვის "აუცილებლად სანახავ" ღირსშესანიშნაობად ითვლება. ეს არის ურბანული საბაგირო გზა, რომელიც ქალაქს და მთას აკავშირებს ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 2 586 მეტრს, ხოლო სიმაღლე 256 მეტრს შეადგენს. მასზე მუდმივად მოძრაობს 8 ადგილიანი 20 გონდოლა. ერთი მიმართულებით გზის დაფარვას დაახლოებით 15 წუთი სჭირდება, სრული დატვირთვის შემთხვევაში კი საათში დაახლოებით 500 ადამიანის მომსახურება არის შესაძლებელი.

საბაგიროს ზედა სადგურზე ასულ სტუმრებს დახვდებათ ღვინის და სუვენირების მაღაზია. ასევე, რესტორანი „არგო“ დახურული დარბაზით და ღია ტერასით. ზაფხულის განმავლობაში სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ ქართული ფოლკლორული საღამოებით ყოველ დღე საღამოს 8 საათზე (ამინდის შემთხვევაში).