-

Oliver Huntemann - ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდუსერი გერმანიიდან.

მაშინ, როდესაც არტისტებმა ბერლინის ცის ქვეშ დაიწყეს თავის დამკვიდრება, Oliver Huntemann-ისთვის ჩრდილოეთ გერმანია - ჰამბურგი ყოველთვის იყო და არის მოვლენათა ეპიცენტრი.

მისი შემოქმედება გამორჩეულია მომაჯადოებელი პირდაპირობით, დაცლილი ილუზიითა და მინიმალისტური ბგერების ცენტრალურ მოვლენაში ტრანსფორმაციით. მისი ერთადერთი ფუფუნება - ცოტაოდენი ჭუჭყია.

მისი გზა ტექნო მუსიკამდე ელექტრო და რეივ მუსიკაზე გადის. ავტორია 4 ალბომის Paranoia (Nov 2011 - Ideal Audio); H-3 (May 2009 – Ideal Audio); Fieber (March 2006 – Confused/Gigolo); Too Many Presents For One Girl (2004 – Confused Recordings) 2011 წელს ოლივერმა მეოთხე ალბომი “Paranoia” გამოუშვა, რომელმაც ბრწყინვალე შეფასებები დაიმსხურა და რომლის წყალობითაც ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნო არტისტი გახდა.
გამორჩეულია ასევე, “PLAY” სერია, რომელიც ზუსტად იმ მუსიკის რეპრეზენტაციაა, რომელსაც ახლა არტისტი მსოფლიოს სხვადასხვა საკლუბო სცენაზე ასრულებს.

Oliver Huntemann-ის ბოლო სეტები, მარტივად მიგვახვედრებს, თუ რატომ შეინარჩუნა მისმა მუსიკამ, 20 წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქტუალობა.

Tade - პროდიუსერი და Dj -ია, რომლის დებიუტიც 2013 წელს, კანადურ ლეიბლ “Deep Dash Records”-ზე შედგა. მისმა EP რომელსაც “Humanoid” ჰქვია, გამოსვლისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა. 2012 წლიდან იგი აქტიურად უკრავს ისეთი დიდი არტისტების გვერდით როგორებიც არიან Jan Blomqvist, Agoria, Kollektiv Turmstrasse და სხვები.

Cosmic Love Rotation - ქართველი მუსიკოსის პროექტია, რომლის სახელიც ბესო მახარობლიძეა. იგი გამოირჩევა მრავალფეროვანი მუსიკის სინთეზით. მისი შემოქმედების ძირითადი ნაწილი Acid-house, Cosmic-Disco და Electro-Industrial ელემენტებს უკავია. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის გამოჩენაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში მისმა მუსიკალურმა განათლებამ და აუდიტორიასთან ინტერაქციის გამოცდილებამ.

AUTUMN TREE (LEON): ცნობილი ქართული ტექნო კოლაბორაციის Greenbeam & Leon-ის პროექტი, რომელიც ნაკლებად აგრესიული, ჰარმონიული და მელანქოლიური ჟღერადობით გამოირჩევა.

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
კარზე იმოქმედებს Face Control

ბილეთები:
I კალათა 30 GEL (SOLD OUT)
II კალათა 40 GEL (SOLD OUT)
III კალათა 50 GEL