Sounds of Georgia
აღწერა

Sounds of Georgia არის ტურისტებისთვის შექმნილი რეგულარული მინი-კონცერტები კოლორიტულ გარემოში. ტრადიციული ქართული მუსიკის მიქსი, რომელშიც სხვადასხვა ჟანრის სიმღერებია თავმოყრილი.

კონცეტრები ოთხ სხვადასდხვა ლოკაციაზე იმართება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს 17:00 საათზე და ყველა ამ ლოკაციას თავის ხიბლი და სტუმრებისთვის მომზადებული სიურპრიზი გააჩნია.

ღვინის სარდაფი
გეპატიჟებით ღვინის სარდაფში, სადაც გელოდებათ გიტარისა და ფორტეპიანოს ცოცხალი მელოდიები ქართული ღვინის თანხლებით.
მისამართი: აღმაშენებლის 9, ღვინის ბარი Wine Station Tbilisi, ახალი ტიფლისი

ისტორიული ბაღი
გეპატიჟებით ერეკლე II-ის ასულის, თეკლა ბატონიშვილის ბაღში ძველი თბილისის გულში, სადაც განუმეორებელ ქართულ სიმღერებს მოისმენთ.
მისამართი: ერეკლე II-ის მოედანი, 10; სასტუმრო Tekla Palace Hotel

ვერანდა
დატკბით ძველი თბილისის თავბრუდამხვევი ხედით საქართელოს ჰანგების თანხლებით, სადაც შესანიშნავი ფოტოკადრები გამოგივათ.
,,თბილისო"-ს შესრულება კი აქ სრულიად დაუვიწყარია.
მისამართი: ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, დუტუ მეგრელის ქ. 2, სასტუმრო „ნატა“

თბილისური ეზო
თბილისური ეზოს განუმეორებელი ატმოსფერო. აქ ყველაფერი ნამდვილია - მობინადრეები, მათი ცხოვრება და ჩვენი სიმღერები. მინი-კონცერტის ბოლოს კი თქვენ გელოდებათ გემრიელი სიურპრიზი.
მისამართი: ტურგენევის ქ. 2 და ჯავახიშვილის ქ. 37 კვეთა, ღრმა ეზო

ხანგრძლივობა: 40 წუთი
დასაწყისი: 17:00
ბილეთის ფასი: 24 ₾

ყურადღება!
კონცერტის დროს მიმდინარეობს ფოტო- და ვიდეოგადაღება, ასევე ლაივსტრიმინგი. თუ რაიმე საწინააღმდეგო გაქვთ, გთხოვთ შეატყობინოთ ორგანიზატორებს კონცერტის დაწყებამდე.

ველოდებით სიახლეს! დაელოდეთ ახალ ლოკაციას!

01 აპრ
02 აპრ
08 აპრ
09 აპრ
15 აპრ
16 აპრ
22 აპრ
23 აპრ
29 აპრ
30 აპრ