ELECTRONAUTS
locationსაქართველო

1B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა
,,ელექტრონავტის’’, როგორც ქართული ელექტრონული მუსიკისა და პოპ კულტურის დაჯილდოების ცერემონიალის ჩატარების იდეა პროდიუსერ სერგი გვარჯალაძეს გაუჩნდა, მას შემდეგ რაც გადაიღო ფილმი 90-იანი წლების ქართული ელექტრონული მუსიკისა და არტისტების შესახებ. 2005 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი კარგად აღწერს ქართველი თანამედროვე არტისტების საკმაოდ რთულ და საინტერესო გზას, თუ როგორ ქმნიდნენ ელექტრონულ მუსიკას ეპოქაში, რომელშიც მწვავე ენერგო კრიზისი იყო. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია სერგი გვარჯალაძისთვის შეექმნა პლათფორმა, რომელიც იქნებოდა ადგილობრივი სცენისა და მუსიკოსების აქტიური მხარდამჭერი, რომელიც შექმნიდა ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს და მისცემდა არტისტებს განვითარების, საინტერესო ექსპერიმენტების ჩატარების მოტივაციას. ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი პირველად 2007 წელს ჩატარდა 9 ნომინაციით, რომელიც აფასებდა გასული 12 თვის ნამუშევრებს. პროექტი ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე და კრეატიულ მიდგომებზე და სწორედ ამიტომ თუ პირველ ღონისძიებას ჰყავდა 15 მონაწილე, დღეისთვის კონკურსანტთა რიცხვი რამდენიმე ასეულია. ნომინაციების ჩამონათვალი კი მუდმივად განახლებადია. გარდა დაჯილდოების ცერემონიალისა 2011 წელს პროექტის ორგანიზატორების მიერ შეიქმნა ფონდი ,, ელექტრონავტი’’, რომლის მისიაც ელექტრონული მუსიკის თანამედროვე ფორმების მიმართ ლოიალობის გაზრდა და საზოგადოებისთვის მისი კულტურული პოტენციალის დანახება იყო. ფონდი გარდა ყოველწლიური დაჯილდოებისა, აქტიურად მართავს საგანმანათლებო სამუშაო შეხვედრებს, ატარებს სემინარებს, მონაწილეობს ფესტივალებში და წარმოადგენს სივრცეს, რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ელექტრონული მუსიკისა და პოპ კულტურის პოპულარიზაციაში. ელექტრონავტის რიგით X! დაჯილდოება 2020 წლის 29 თებერვალს გაიმართება. დაჯილდოება 10 ნომინაციასა და საინტერეს, მრავალფეროვან ლაივ-პერფორმანსებს მოიცავს.


locationსაქართველო

1B - 30B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

დონაცია - 1 B

-
1
+
1 B

დონაცია - 3 B

-
1
+
3 B

დონაცია - 10 B

-
1
+
10 B

დონაცია - 30 B

-
1
+
30 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად