კამერული მუსიკის საღამო

27 დეკემბერი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text27 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

ლევან ცხადაძე (კლარნეტი)

ქართველი კლარნეტისტი, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ახალგაზრდა თაობის ერთერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გატაცებულია კამერული მუსიკით და უკრავს ისეთ შემსრულებლებთან და ანსამბლებთან ერთად, როგორებიცაა: რ. ვლადკოვიჩი, ს. აძოლინი, მ. ბურგი, საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი, Doric Quartet, Quatour Arod, Ruysdael კვარტეტი, ზალცბურგის კამერული სოლისტები და მრავალი სხვა. ლევანი, სისტემატურად თანამშრომლობს ქართულ ორკესტრებთან, როგორც სოლისტი, ასევე - დირიჟორი. მან არა ერთი საგანმანათლებლო პროექტი დააარსა სამშობლოში.

გიორგი გვანცელაძე (ჰობოი)

გიორგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას კამერული მუსიკის ფესტივალებში: კროითის ოლეგ კაგანის საერთაშორიო ფესტივალი, ედინბურგის ფესტივალი, თილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი და ზალცბურგის ბიენალე. იგი, ასევე, ატარებს მასტერკლასებს მუსიკალურ სკოლებში მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად ატარებს გაკვეთილებს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის და ბავარიის სახელმწიფო ოპერის "მოსმენებისათვის მოსამზადებელი პროგრამის" ფარგლებში. 2018-2019 წწ. გიორგი გახლდათ მიწვეული პედაგოგი მიუნჰენის მუსიკალური სკოლის ჰობოის, კერძოდ პროფ. ფრანსუა ლოლოს კლასში.

თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი)

ის სისტემატურად უკრავს და თანამშრომლობს ევროპის სხვადასხვა ორკესტრებთან და ამავე დროს, არ წყვეტს მუსიკალურ კავშირს სამშობლოსთან - რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფესტივალში/ ინარჩუნებს მუსიკალურ კავშირს სამშობლოსთან სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობისა და მასტერკლასების რეგულარულად ჩატარების გზით. 2013 წლიდან დღემდე, იგი უძღვება ფორტეპიანოსა და ფაგოტის კლასს ქალაქ ისმანინგში.

ირაკლი ზანდარაშვილი (ვალტორნა)

ირაკლი ზანდარაშვილი თანამშრომლობს ისეთ ორკესტრებთან, როგორებიცაა: ბავარიის რადიოს ორკესტრი, ზალცბურგის მუცარტეუმის ორკერსტი, ვინტერთურის სიმფონიური ორკესტრი, ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრი, ზალცბურგის კამერატა, მიუნჰენის სიმფონიური ორკესტრი, მარიინსკის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, NCPA ორკესტრი (შანჰაი), ბერნის კამერატა, შტუტგარტის კამერული ორკესტრი, ვურტემბერგის კამერული ორკესტრი (ჰეილბრონი) და ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი. გარდა მრავალი მუსიკალური ანგაჟემენტისა გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში, ირაკლი მუშაობდა თბილისის რადიოს ორკესტრში (2002-2003 წწ.) და თბილისის სიმფონიურ ორკესტრში (2005- 2008 წწ.).

საქართველოს სინფონიეტა

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის და საქართველოს კულტურის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ. ორკესტრის შექმნაში დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და მისმა რექტორმა გია ბუღაძემ. ორკესტრი რეგულარურად მართავს კონცერტებს თბილისის საუკეთესო დარბაზებში და ასევე საქარველოს და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.


27 დეკემბერი

Alternate Textთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Alternate Text27 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად