გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო)

21 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time21 დეკემბერი 2019 - 19:00

5B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო)

გიორგი გიგაშვილი ახალგაზრდა თაობის ქართველ პიანისტთა ერთ-ერთი გამორჩეული
წარმომადგენელია. იგი წარმატებით მართავს კონცერტებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: ა.შ.შ, პოლონეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და სხვა. გარდა სოლო
გამოსვლებისა, გიორგი, ასევე, თანამშრომლობს კამერულ ანსამბლებთან და სხვადასხვა
ორკესტრებთან; აგრეთვე, მონაწილეობს ფესტივალებსა და მასტერ-კლასებში მსოფლიოს
მასშტაბით.

ფორტეპიანოზე დაკვრა 2007 წელს, პეტრე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების
სკოლაში, საპატიო პედაგოგ - ბელა ფრანგიშვილის კლასში დაიწყო. 2014 წლიდან სწავლა
განაგრძო ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა
ათწლედში" საპატიო პედაგოგ ლალი რჩეულიშვილთან. ამჟამად, გიორგი, თბილისის ვ.
სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია; სწავლობს
ემერიტუს რევაზ თავაძის ხელმძღვანელობით.

გიორგი მრავალი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის: „არტ აკადემიის“ კლასიკური მუსიკის მეორე საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია (თბილისი, 2012); იორე დე მარ-ის საერთაშორისო კონკურსის “Fiestalonia Milenio”-ს პირველი პრემია (ესპანეთი, 2013); გერშვინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან პრი (ნიუ იორკი, 2015); ფრედერიკ შოპენის სახელობის ნორჩ პიანისტთა IV კონკურსის პირველი პრემია (თბილისი, 2015); შოპენის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია (ესტონეთი, 2016); თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემია და ედიშერ სავიცკის სპეციალური პრიზი ,,ვირტუოზული შესრულებისთვის" (ბორჯომი, 2017); პიანისტთა თბილისის მეექვსე საერთაშორისო კონკურსის მეორე პრემია და ორი სპეციალური პრიზი „საფორტეპიანო კონცერტის საუკეთესო შესრულებისთვის“ და ლიზა ლეონსკაიას სპეციალური პრიზი ,,საუკეთესო ქართველი შემსრულებელი" (თბილისი, 2017).

2019 წელს ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე გიორგიმ
მოიპოვა პირველი პრემია, რომელიც მას პირადად გადასცა მსოფლიოში სახელგანთქმულმა პიანისტმა - მართა არგერიხმა; ამავე კონკურსზე ის დაჯილდოვდა ნელსონ ფრეიერის სპეციალური პრიზით - კონცერტი ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში (ესპანეთი, 2019).

2019 წლის სექტემბერში გიორგი გახდა ბუზონის 62-ე საერთაშორისო საფორტეპიანო
კონკურსის მესამე პრემიისა და სპეციალური პრიზის ,,მსმენელთა სიმპათიის" მფლობელი.

21 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time21 დეკემბერი 2019 - 19:00

5B - 20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად