რუდოლფ ლუტცი

15 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time15 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

რუდოლფ ლუტცი (ორგანი)
რუდოლფ ლუტცი მსოლიოში აღიარებული პიანისტი, ორგანისტი, კლავისინიტსი, კომპოზიტორი, დირიჟორი და იმპროვიზატორია. სხვადსხვა წლებში ის იყო წმ. გალენის Sankt Laurenzen ეკლესიის ორგანისტი (1973-2013) და გუნდის დირიჟორი (1986-2008). რ.ლუტცი კითხულობდა ლექციების იმპროვიზაციის ხელოვნების თემაზე Schola Cantorum ბაზილიენსში; აგრეთვე, ასწავლიდა „ციფრულ ბანს“ ბაზელის სამუსიკო სკოლაში და ორატორიის საფუძვლებს ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში. ამჟამად, შემოქმედებითი ცხოვრება სრულად მიუძღვნა საკონცერტო მოღვაწეობას; პარალელურად ატარებს მასტერ კლასებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

ისტორიული საშემსრულებლო პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნისა და საშემსრულებლო დიდი გამოცდილების მქონე რუდოლფ ლუტცს, უმნიშვნელოვანესი ღვაწლი მიუძღვის სხვადასხვა ინსტრუმენტული და საგუნდო ანსამბლების წარმოსახვისა და მხატვრული ხედვის ჩამოყალიბებაში. მუსიკალური გამოხატულება და მუსიკით გამოწვეული უწყვეტი აღმაფრენა, მისი უპირობო მამოძრავებელი ძალაა.

რუდოლფ ლუტცი, აგრეთვე, შესანიშნავი კომპოზიტორია. მისმა სინფონიამ ბახის კანტატის BWV 158 მიხედვით და საშობაო ორატორიამ „ინგლისური შობა“ მსმენელთა შორის დიდი აღიარება მოიპოვა. 2017 წელს ვარტბურგის ციხე-სიმაგრეში შედგა აღნიშნული ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა, რომელიც ლუტცმა ლუთერის პატივსაცემად “Deutschlandfunk Kultur” - ის დაკვეთით შექმნა. 2018 წელს, მისი მეორე კანტატაც (“Landsgemeindekantate") გაჟღერდა; ეს უკანასკნელი შვეიცარული ტრადიციული ჰიმნის მოტივზეა აგებული. ორივე კანტატის ლიბრეტისტი გახლავთ
კარლ გრაფი. ექსტრაორდინალური ქარიზმისა და ფართე მასშტაბის გამოცდილების დამსახურებით, ი.ს. ბახის ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, რუდოლფ ლუტცი ბახის სრული ვოკალური შემოქმედების ,,იდეალურ" დირიჟორად დასახელდა.

ლუტცმა 2006 წელს მიიღო ჯილდო “Canton of St.Gallen” კულტურის დარგში; 2015 წელს კი მას უდიდესი მიღწევებისათვის “Stiftung fur Abendlandische Ethik und Kultur” - ის პრიზი გადასცეს; ხოლო, 2019 წელს იგი შვეიცარიის მუსიკალური პრიზით დააჯილდოვეს. 2016 წელს ლუტცი ლაიფციგის Neue Bachgesellschaft e.V. საბჭოს წევრად აირჩიეს.

15 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time15 დეკემბერი 2019 - 19:00

10B - 25B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად