ჯაზის საღამო - ანტონიო ფარაოს ტრიო

19 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time19 დეკემბერი 2019 - 20:00

10B - 60B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

ანტონიო ფარაო (ფორტეპიანო)
ანტონიო ფარაო უაღრესად ნიჭიერი ჯაზ-პიანისტია, 30 წელიწადია კონცერტებით გამოდის და ალბომებს წერს უდიდეს მუსიკოსებთან ერთად: ჯეკ დეჟონეტი, ჯო ლოვანო, კრის პოტერი, ლი კონიცი, ბირელი ლაგრენე, მიროსლავ ვიტოუში, ჯონ აბერქრომბი, ტუტს თილემანსი, დეივ ლიბმანი, დიდიე ლოქვუდი, ბენი გოლსონი და მრავალი სხვა.
ფარაოს სტილი უნიკალურია. ახასიათებს უზადო ტექნიკური გაწაფულობა, კრეატიულობა, ხალისიანი სიცოცხლისუნარიანობა და გამორჩეული რითმული ოსტატობა.
2015 და 2018 წლებში ანტონიო პარიზში მიიწვიეს ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნად იუნესკოს მიერ გამართულ All Star Global კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. მასთან ერთად შემსრულებელთა შორის იყვნენ: ჰერბი ჰენკოკი, ვეინ შორტერი, ელ ჯერო, მარკუს მილერი, კურტ ელინგი, ბრენდფორდ მარსალისი და სხვა.
მისი უკანასკნელი პროექტი “Eklektik” (Warner Music) შედგება ისეთი შესანიშნავი მუსიკოსების ჯგუფისგან, როგორებიც არიან: სნუპ დოგი, მარკუს მილერი, კრაიზი ბოუნი, ბირელი ლაგრენე და ლენი ვაითი.
"ხშირად არ მაოცებს მუსიკოსების ჩანაწერები, მაგრამ ანტონიო ფარაოს ერთერთმა ბოლო ალბომმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. აღფრთოვანებული დავრჩი. დიდი სითბო, დამაჯერებლობა და ძალა იგრძნობა მის დაკვრაში. ჰარმონიების კონცეფციამ, რითმის და სვინგის შეგრძნებამ, მელოდიური ხაზების გრაციოზულობამ და მთლიანობამ, მაშინვე მიმიზიდა. ანტიონიო მხოლოდ კარგი კი არა - დიდი პიანისტია". - ჰერბი ჰენკოკი.

ამინ სალიმი (ბასი)
ამინ სალიმი 1979 წლის 2 ივლისს დაიბადა და გაიზარდა ვაშინგტონში. დაამთავრა დიუკ ელინგტონის სახელობის ხელოვნების სკოლა (1997). უკრავდა ჯაზ-ანსამბლში და საგუნდო მეჯლისის მუსიკალური დირექტორი იყო. აქტიურად მოგზაურობს აშშ, ევროპასა და იაპონიაში როი ჰარგროვის კვინტეტთან და მისივე ბიგ ბენდთან ერთად. ამინი ამბობს: "საკმაოდ მშვიდი, წყნარი ადამიანი ვარ, ვიდრე ბასს დავიჭერ ხელში... შემდეგ, ყველაფერი სხვაგვარადაა. მიყვარს, მიყვარს, მიყვარს მუსიკა და ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება. ხშირად მეკითხებიან რა მუსიკას ვუკრავ. მე ვპასუხობ, რომ ვუკრავ ბასზე. ნებისმიერი ჟანრი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ რაიმე უცნობს ვეხები, ვიწყებ იმპროვიზირებას, ძიებას და ვცდილობ დავიჭირო სწორი შეგრძნება".

მაიკ ბეიკერი (დასარტყამი)
მაიკლ ბეიკერი თვრამეტი წლის მანძილზე მსოფლიოში სახელგანთქმული ვარსკვლავის ვიტნი ჰიუსტონის მუსიკალური დირექტორი და დრამერი იყო. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ დიდ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან: არეთა ფრანკლინი, მისი ელიოტი, სტინგი, კრისტინა აგილერა, ჯეიმს ტეილორი, ელტონ ჯონი, შაგი, მერი ჯეი ბლაიჯი, რიკი მარტინი, აშერი, ლუთერ ვანდროსი, რეი ჩარლზი და ბევრი სხვა. მაიკლი მეტად წარმატებული და გამოჩენილი ჯაზ-დრამერია; უკრავდა ელ ჯეროსთან, "ზავინულ სინდიკატთან", ვეინ შორტერთან, ჯიმი სმიტთან, კენი ბარელთან, სტენლი ტურენტინთან, დაიან რივსთან, კლარკ ტერისთან და ელინგტონის ორკესტრთან.

19 დეკემბერი

locationთბილისის სახელმწიფო კონსერვატორია time19 დეკემბერი 2019 - 20:00

10B - 60B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად