მთავარი / კონცერტები / ,,ჯადოქრის სიყვარული'' – ნინო სურგულაძე
,,ჯადოქრის სიყვარული'' – ნინო სურგულაძე

04 სექტემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 04 სექტემბერი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

1. ბეთჰოვენი – სიმფონია No. 8

ანტრაქტი

2. მანუელ დე ფალა – სამწვეტიანი ქუდი
3. მანუელ დე ფალა – El Amor Brujo (ჯადოქრის სიყვარული)


ნინო სურგულაძე – მეცო-სოპრანო
ვახტანგ მაჭავარიანი - დირიჟორი


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – სიმფონია No. 8
ნაწარმოებზე მუშაობა კომპოზიტორმა 1812 წლის ზაფხულში დაიწყო და მე-7-ე სიმფონიის დასრულებიდან სულ რაღაც 4 თვეში, მისი ბევრი სხვა ნამუშევრისგან განსხვავებით, ყოველგვარი ზედმეტი გარჯის და თავდადების გარეშე დაასრულა. ბეთჰოვენი მაშინ 41 წლის იყო. პრემიერა შედგა 1814 წლის 27 თებერვალს, ვენაში, Redoutensaal-ში გამართულ კონცერტზე, სადაც სულ რამოდენიმე თვის წინ ასევე შედგა მისი მე-7-ე სიმფონიის პრემიერა. მისი მოსწავლის, კარლ ცერნერის კითხვაზე, თუ რატომ იყო მე-8 სიმფონია მე-7-ზე ნაკლებად პოპულარული, ბეთჰოვენმა უპასუხა: „იმიტომ, რომ მე-8 ბევრად უკეთესია.“

მანუელ დე ფალა – სამწვეტიანი ქუდი; ჯადოქრის სიყვარული.
XX საუკუნის უდიდესი ესპანელი კომპოზიტორის, მანუელ დე ფალას ორი ბრწყინვალე ნაწარმოებით დაიხურება 2019 წლის ფესტივალი „ღამის სერენადები". იმ ეპოქაში, როდესაც ესპანეთში ძალზე მწირი მუსიკალური ხელოვნება იქმნებოდა, დე ფალამ ადვილად მოიხვეჭა XX საუკუნის ერთადერთი სერიოზული ესპანელი კომპოზიტორის სტატუსი. თავის კომპოზიციებში მელოდიური, რითმული, ჰარმონიული და სტრუქტურული ესპანური მუსიკის ელემენტების ინკორპორირებით, დე ფალა ფეხდაფეხ მიჰყვება IX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორების – გრიგის, რიმსკი კორსაკოვის, სტრავინსკის სტილს. 1907 წლიდან 1914 წლამდე დე ფალლა ცხოვრობდა პარიზში, სადაც იგი შეხვდა და მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა რაველის, დებიუსის და დუკასის მუსიკამ.



4 სექტ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 04 სექტემბერი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად