02 სექტემბერი

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 02 სექტემბერი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა

1. ედუარდ ელგარი – სერენედა სიმებიანი ორკესტრისთვის
2. ბედრჟიხ სმეტანა – საფორტეპიანო ტრიო სოლ მინორი

,,ფორტე ტრიო'' –
ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო:
იერლან სერკებაიევი – ფორტეპიანო
ბადგატ აბილხანოვი – ვიოლინო
კურვანზჰან აბატოვი – ჩელო

ანტრაქტი

3. ანტონ ვებერნი – ნელი ტემპი (Langsamer Satz)
4. დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No.1

სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო
დავით შამანაური – საყვირი
ვახტანგ მაჭავარიანი - დირიჟორი


ედუარდ ელგარი – სერენედა სიმებიანი ორკესტრისთვის
კომპოზიტორმა ნაწარმოები ორღანის მშენებელს და მუსიკის დიდ ქომაგს, ედუარდ უინფილდს მიუძღვნა და იგი სულ 12 წუთს გრძელდება. მართალია ნაწარმოები პირველად 1892 წელს გამოვიდა, მაგრამ მიიჩნევენ რომ იგი ელგარის მიერ რამოდენიმე წლით ადრეა დაწერილი და მისი საბოლოო ვერსია მხოლოდ სუიტების გადამუშავების შედეგად შეიქმნა. ედუარდ ელგარის სერენადა სიმებიანი ორკესტრისთვის დღემდე ყველაზე ხშირად შესრულებად ნაწარმოებად ითვლება.

ბედრჟიხ სმეტანა – საფორტეპიანო ტრიო სოლ მინორი
სმეტანას უდავო შედევრი, საფორტეპიანო ტრიო სოლ მინორში, კომპოზიტორის ცხოვრების უკიდურესად რთულ პერიოდში დაიწერა. მისი სამივე ნაწილი ქრომატული მასშტაბით გამოირჩევა, რომელიც ბაროკოს ეპოქიდან ითვლება როგორც გლოვის სიმბოლო. თუმცა სმეტანამ ამ ძველი ტექნიკისათვის ახალი ჟღერადობის მიცემის საშუალებით მოახერხა, რომ 1850-იან წლებში ეხელმძღვანელა უაღრესად თანამედროვე ჰარმონიულ რეგიონებშიც კი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქრომატული მემკვიდრეობის გამოყენების იდეამ ჭეშმარიტად გულწრფელი ადგილი დაიმკვიდრა და შეძლო მწუხარების უფრო ძლიერად და ემოციურად გამოხატვა, ვიდრე ეს სიტყვებით იყო შესაძლებელი.

ანტონ ვებერნი ნელი ტემპი
ვებერნი გახლდათ ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც თავის მენტორ, არნოლდ შონბერგთან და კოლეგა ალბან ბერგთან ერთად ვენის მეორე სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.
Langsamer Satz (ნელი მოძრაობა) 1905 წლით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ეს ნაწარმოები შთაგონებული იყო ვენის ირგვლივ მთებში მოგზაურობით, სადაც ავტორი თავის საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი კომპოზიტორის მეუღლე გახდა. ავტორს თავიდან კვარტეტის დაწერა ჰქონდა განზრახული, მაგრამ პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ნაწარმოებად დაესრულებინა.

დიმიტრი შოსტაკოვიჩი – საფორტეპიანო კონცერტი No.1
ნაწარმოების საკონცერტო პრემიერა შედგა 1933 წლის 15 ოქტომბერს, ლენინგრადის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის სეზონის გახსნაზე. ორკესტრს დირიჟორობდა ფრიც სტრიდი, საყვირის პარტიას ასრულებდა ალექსანდრე შმიდტი, ხოლო ფორტეპიანოსთან თვით დიმიტრი შოსტაკოვიჩი იჯდა. შოსტაკოვიჩმა ბრწყინვალედ დაუკრა კონცერტი და საზოგადოებამ ნაწარმოები ოვაციით მიიღო და მისი მოთხოვნით კონცერტი განმეორებით შესრულდა 17 ოქტომბერს. მიუხედავად სათაურისა, ნაწარმოები უფრო ზუსტად კვალიფიცირდება როგორც ორმაგი კონცერტი, საყვირის და ფორტეპიანოს თანაბარი როლების გამო. ნაწარმოების პრემიერიდან წლების შემდეგ შოსტაკოვიჩი წერდა, რომ თავდაპირველად მას დაგეგმილი ჰქონდა დაეწერა კონცერტი საყვირისა და ორკესტრისთვის და ფორტეპიანო მოგვიანებით დაამატა, რის შემდეგაც ნაწარმოებმა ორმაგი კონცერტის სახე შეიძინა. ეს გენიალური ნაწარმოები შეიცავს და ამავე დროს პაროდირებს მრავალ მუსიკალურ ნაწარმოებს, მასში ავტორი ფართოდ იყენებს იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა ციტატებს.



2 სექტ.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 02 სექტემბერი 2019 - 20:00

10B - 40B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
დააკლიკეთ რუკის სანახავად