

Skhivi // Lipelis, Leznikova, JORJO, Daria Zet, Vcnt, Trotsky
10 დეკემბრის ღამე თბილი და ნათელი იქნება. მოგვენატრეთ და მოგვინდა, სხივის ღონისძიებების ატმოსფერო ისევ გაგვეზიარებინა თქვენთვის. ამ ღამეს გზას გაგვინათებენ: Lipelis, Leznikova, JORJO, Daria Zet, Vcnt და Trotsky.
ღონისძიების ჰედლაინერი - Lipelis განსაკუთრებული აურითა და პერფომანსებით გამოირჩევა. მისი მუსიკაც ყოველთვის თბილი და მელოდიურია. Lipelis განსაკუთრებით ცნობილია მოსკოვში, თუმცა რეგულარულად სტუმრობს ევროპული ელექტრონული მუსიკის ფესტივალებსაც, მაგალითად, Dekmantel-ს. ის ასევე ქმნის ლეიბლებს ევროპელი და ამერიკელი მსმენელებისთვის.
როგორც მუსიკოსი, ის ნათლად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ომის წინააღმდეგ. ამ გაზაფხულზე მან შექმნა კომპოზიცია “Help UA” საქველმოქმედო კამპანიის “WhyPeopleWar” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ცნობილი ლიეტუვური პროექტი whypeopledance. კომპოზიცია “Mmeet კი შეიქმნა ლონდონური ლეიბლის - Global Warming Records-ის კომპილაციის - “No Silence! Russian Music for Peace” ქვეშ.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვისაც სინათლე და სითბო გადარჩენისთვის სჭირდება. შემოსული თანხის ნაწილით შევიძენთ ელექროგენერატორს, რომელსაც ჩვენი პოლონელი მეგობრები უკრაინაში ჩაიტანენ. დაე, გავანათოთ გზა!
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
I კალათა: 30 ₾
II კალათა: 40 ₾
კარზე: 50 ₾
მუსიკალური ჟანრი: "house/disco / minimal / electro/acid / tech house/breakbeat / electronic boogie"