ფეხბურთი I საქართველო - ესპანეთი

აღწერა

გასაყიდად გამოტანილი 15 000 ბილეთი - გაყიდულია !

გაყიდვა განხორციელდა რიგის მართვის სისტემით. იმისთვის რომ რიგი შეუფერხებლად გასულიყო, ყველა მომხმარებელს ეძლეოდა გარკვეული დრო ბილეთის შესაძენად და მომდევნო ვიზიტორისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. მოცემული დრო მაქსიმალურად ოპტიმალური იყო, რათა არ გამოეწვია ლოდინის საშუალო დროის გაზრდა.

რიგის მოსვლის შემდეგ მომხმარებელისთვის გამოყოფილი იყო შეზღუდული დრო, რა პერიოდშიც მის მიერ არჩეული ადგილები იბლოკებოდა და მიმდინარეობდა შეძენის პროცესი.

დილის 8 საათიდან ბილეთის ყიდვის რიგში იყო უკვე 50 000 მომხმარებელი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე რიგის მინიჭება მოხდა დათქმული დროიდან, 12:00 საათიდან ქრონოლოგიურად, მომხმარებელთა შემოსული მოთხოვნის მიხედვით.

სულ გასაყიდი ბილეთების რაოდენობა იყო 15 000, ხოლო მსურველთა რაოდენობა სცდებოდა 90 000-ს. ამავდროულად თითოეულ მომხმარებელს შეეძლო მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენა.

TKT-ს მთელი გუნდი ვცდილობთ ვუპასუხოთ თქვენს ყველა შემომავალ ზარს და შეტყობინებას თუმცა მოცულობიდან გამომდინარე გვიგვიანდება პასუხები. ვწუხვართ, რომ ბილეთების შეზღუდული რაოდენობის გამო ვერ დაკმაყოფილდა თითოეული თქვენგანის მოთხოვნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 3 ბილეთის შეძენა;
  • გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ბილეთი სახელობითია და აუცილებელია თითოეული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, დაბადების და ტელეფონის ნომერი) იყოს შეყვანილი 100% სიზუსტით, ასევე ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში - სახელმწიფო ნომერი;
  • აღნიშნული ინფორმაციის სწორედ შევსების შემთხვევაში თქვენ გენიჭებათ საშვი, რომელიც იმოქმედებს 29 მარტის 01:00 საათამდე;
  • ადგილები განაწილებულია ჭადრაკული პრინციპით;
  • ბილეთების შესაძენად გაქვთ - 10 წუთი;
  • ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის
  • ბილეთების დაბრუნება არ ხორციელდება

FIFA -ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი საშინაო მატჩი, საქართველო - ესპანეთი. დინამო არენა. დასაწყისი - 20:00, კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე

•••

საშვი