იაპონური ცეკვის ფილმების ფესტივალი

აღწერა

25 და 26 მარტს კირკე - ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა, DANCE AND MEDIA JAPAN-ის ხელშეწყობით წარმოგიდგენთ იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფილმების ჩვენებას.

იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის ფესტივალს უმასპინძლებს თეატრალური კომპანია ჰარაკი.

ფილმებში ნაჩვენებია იაპონური ექსპერიმენტული ცეკვის - ბუტოს სტილში შესრულებული კლასიკურო და თანამედროვე პერფორმანსები.

ფილმების განრიგი:

შაბათი, 25 მარტი

შემდეგ ფილმებზე დასწრება თავისუფალია:

16:00 - Bayakko-sha (2021)

17:30 - Naval and A-bomb (1960)

18:00 - Paradise Underground (2021)

ბოლო 2 სეანსის ერთიანი ბილეთის ფასი: 15 ₾.

19:00 - Dreams of Love (2015)

19:30 - Mandala of Mr. O (1973)

კვირა, 26 მარტი

შემდეგ ფილმებზე დასწრება თავისუფალია:

16:00 - Bayakko-sha (2021)

17:30 - Naval and A-bomb (1960)

18:00 - Paradise Underground (2021)

ბოლო 2 სეანსის ერთიანი ბილეთის ფასი: 15 ₾.

19:00 - THREE (2021)

19:30 - La Argentina (1977)

ორდღიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში ბილეთის ფასი: 25 ₾.

ბუტო (舞踏, Butō) რომელიც იაპონიაში 1950-იანი წლების ბოლოს შეიქმნა არის ექსპერიმენტული ცეკვის თეატრი და მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს, ცეკვის ტექნიკებს და მოძრაობებს. ბუტოს პირველი პერფორმანსი შეიქმნა 1959 წელს მისი 2 მთავარი დამფუძნებლის - ტაცუმი ჰიჯიკატას და კაძუო ონოს მიერ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ დროინდელ, დასავლეთის დიდი გავლენის ქვეშ მყოფ იაპონურ ქორეოგრაფიას. ეს ცეკვის ფორმა ცნობილია როგორც “წინააღმდეგობის გაწევა”,. რთულია მისი უფრო კონკრეტულად განსაზღვრა, ხშირად ბუტოს პერფორმანსები შეიცავს გროტესკულ გამოსახულებებს, ტაბუდადებულ თემებს და ექსტრემალურ ან აბსურდულ გარემოებს. ტრადიციულად მისი შესრულების დროს მოცეკვავეებს მთელი სხეული თეთრი საღებავით აქვთ დაფარული და მოძრაობები ძირითადად ნელი და ჰიპერ კონტროლირებადია.