

სამშობლო
პიესის ავტორი: თამაზ მეტრეველი
რეჟისორი: გურამ ბერეკაშვილი
რეჟისორის ასისტენტი : მაია ფარქოსაძე
მხატვარი: ია კახაბრიშვილი
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
მსახიობები:
ვახტანგ ნოზაძე,
ნინო თარხან-მოურავი,
გიორგი ქვრივიშვილი,
სოფო მეძმარიაშვილი,
ზურაბ სულხანიშვილი.
ანოტაცია
რამდენიმე წლით ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მეუღლესთან ერთად ბრუნდება სამშობლოში. დაბრუნებულებს დრო თითქოს გაჩერებული ხვდებათ. მშობლებისთვის რთული მისაღები აღმოჩნდება ემიგრაციით სახეშეცვლილი შვილი.
მამათა და შვილთა დაპირისპირება,
თაობებს შორის კონფლიქტი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური თემა წარმოდგენილია სპექტაკლში “სამშობლო”, რომელიც თამაზ მეტრეველის პიესის მიხედვით, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურ თეატრში დაიდგა.
თეატრის შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგვიანებული მაყურებელი სპექტაკლზე არ დაიშვება!