თემურ ყვითელაშვილი

აღწერა

თემურ ყვითელაშვილი – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვირტუოზი გიტარისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, არანჟირებების ავტორი.

დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო.

თემურ ყვითელაშვილი არის თვითნასწავლი გიტარისტი, იგი მუსიკალური განათლების გარეშე დამოუკიდებლად დაეუფლა გიტარაზე დაკვრას და გამოიმუშავა გიტარაზე დაკვრის საკუთარი სტილი.

იგი არის პირველი ქართველი გიტარისტი საქართველოში, რომელმაც 1975 წლიდან დაიწყო ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის დამუშავება და ტრანსკრიპციების შექმნა ელექტრო გიტარისთვის.

მან აგრეთვე შექმნა ტრანსკრიპციები და დაამუშავა ელექტრო გიტარისთვის მსოფლიო კლასიკოსების: ბახის, მოცარტის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის, შოპენის და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.

თემურ ყვითელაშვილი არის პირველი ინსტრუმენტალისტი საქართველოში, რომელმაც ჩაატარა სოლო კონცერტი თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

სოლო კარიერის პარალელურად იგი თანამშრომლობდა ცნობილ და აღიარებულ ინსტრუმენტალისტებთან, ვოკალისტებთან და ანსამბლებთან როგორც საქართველოში, ისე ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

1985 წლიდან იგი უკვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად ყოფილი საბჭოთა კავშირის და ბალტიის პირეთის ქვეყნების ტერიტორიაზე.

თემური მრავალი წლის განმავლობაში იყო და არის მსოფლიოში ცნობილი და პრესტიჟული გატარების და მუსიკალური აღჭურვილობის ბრენდების სახე.

მისი მუსიკა და კონცერტები ხშირად გადაიცემა რადიოთი და ტელევიზიით.

საქართველოს საზოგადოებრივ ტელევიზიაში იყო ავტორი და წამყვანი გადაცემის: “თანამედროვე მსოფლიო საგიტარო ხელოვნება”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მისი სახელი შეტანილია სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ ენციკლოპედიებში.

მის მიერ დაწერილი და შესრულებული რამოდენიმე კომპოზიცია შესულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტების აუდიო კრებულებში და გამოცემულია CD-ის სახით.

თემურ ყვითელაშვილი სოლო კონცერტებით და მასტერკლასებით გასტროლებზე იმყოფებოდა ისეთ ქვეყნებში როგორებიც არის:

აშშ, კანადა, ინგლისი, ავსტრალია, იაპონია,სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ისრაელი, ავსტრია,ბელგია, შვედეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა, ყაზახეთი, ბალტიის პირეთის ქვეყნები და მრავალი სხვა.

მას სოლო კონცერტები აქვს ჩატარებული ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში როგორებიც არის:

“Carnegie Hall “, “Birdland “, “The Baked Potato “, “La Ve Lee”, “Дом Музыки “, “Iridium ” და მრავალი სხვა.

იგი სპეციალური სტუმრის სტატუსით გამოდიოდა ისეთ ლეგენდარულ გიტარისტებთან ერთად როგორებიც არიან:

Allan Holdsworth, Les Paul , Scott Henderson, Tommy Emmanuel, Michael Angelo Batio და სხვა.

ჯილდოები:

წლის საუკეთესო გიტარისტი

ნომინაცია “ფიუჟენ”(“Fusion”)

ქ. ლოს ანჯელესი, აშშ, 1994 წელი.

საქართველოს საუკეთესო ინსტრუმენტალისტი

ქ. თბილისი, საქართველო, 1996 წელი.

საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი

ქ. თბილისი, საქართველო, 1998 წელი

მსოფლიო რეკორდი -“გინესის რეკორდების წიგნი “

30 საათი შეუჩერებელი დაკვრა გიტარაზე

ქ. ანგარსკი, რუსეთი, 2004 წელი.

ახალციხის საპატიო მოქალაქე

2013 წელი

თბილისის საპატიო მოქალაქე

2013 წელი

ისრაელის სახელმწიფოს

“საპატიო სიგელი “

2018 წელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

“საპატიო სიგელი”

2019 წელი

თემურ ყვითელაშვილს ჩაწერილი აქვს 9 სოლო ალბომი.