ყაზბეგის თასი

აღწერა

ყაზბეგის თასი - სკიტურის პირველი ყოველწლიური შეჯიბრი საქართველოში TRAILLAB-ისა და Altihut-ისგან დაბრუნდა 2022 წლის ღონისძიებით!

2022 წლის, 16 აპრილს საქართველოში სკიტურის ოფიციალური ყოველწლიური შეჯიბრი ჩატარდება. ჩვენ შარშანდელივით დაგვხვდება ულამაზესი მარშუტი და დაუვიწყარი ემოციები. 2022 წლის Მთავარი სიახლეა მეორე დისტანცია - 5 კილომეტრიანი ვერტიკალური შეჯიბრი. ორივე მარშუტის მნიშვნელოვანი ნაწილიდან კარგად ჩანს მყინვარწვერისა და გერგეტის სამების ჩვენთვის საყვარელი ხედები.

ორივე დისტანციის მარშუტი იწყება გერგეთის სამების პარკინგზე და მიუყვება გაკვალულ და მონიშნულ ბილიკს საბერწეს უღელტეხილისკენ, საიდანაც იწყება მყინვარწვერისა და გერგეტის მყინვარის ულამაზესი ხედები და ჩანს ფინიშის ადგილიც - სამთო თავშესაფარი Altihut. მოკლე დისტანციის (5კმ, 900მ) მონაწილეები პირდაპირ ალტიჰატთან მოწყობილი ფინიშისკენ გაემართებიან. სრული დისტანციის (10კმ, 1,500მ) მონაწილეები კი ზღვის დონიდან 3,600 მეტრზე ასვლის შემდეგ, სასიამოვნოდ დაეშვებიან ფინიშისკენ, სადაც მათ სასიამოვნო გარემო და თბილი სასმელები ელოდებათ.

ორივე დისტანციის საპრიზო (I, II, III) ადგილებზე გასული მონაწილეები ქალებისა და კაცების კატეგორიაში მიიღებენ საინტერესო პრიზებს.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის აუცილებელია სპეციალური აღჟურვილობა, რომლის ჩამონათვალი მოცემულია ბმულზე: traillab.ge/skimo

ბილეთის საფასურში შედის უბედური შემთხვევის დაზღვევა.

შეჯიბრის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ალტიჰათში ღამის გათევა. ბილეთის ყიდვისას შეგიძლიათ ღამისთევის შეძენა ვახშმისა და საუზმის ჩათვლით.

ღონისძიების თარიღი: 16.04.2022

შეჯიბრის დასაწყისი: 09:00

Რეგისტრაცია და აღჭურვილობის შემოწმება: 07:30-დან

მისასალმებელი სიტყვები და შეჯიბრისწინა ბრიფინგი: 08:30

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

საშვი