verified
თბილისი ჰილს სამთო გარბენი

25 ოქტომბერი

locationTbilisi Hills Golf & Residences time25 ოქტომბერი 2020 - 10:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
აღწერა

თბილისი ჰილს სამთო გარბენი - მორიგი შთამბეჭდავი ივენთი TrailLab-ისგან.

ლისის სამთო გარბენის, თბილისის სათავგადასავლო გარბენისა და ყაზბეგის მარათონის შემდეგ TrailLab წარმოგიდგენთ Tbilisi Hills Trail Race-ს. ივენთის მასპინძელია Tbilisi Hills Golf & Residences – ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში.

გარბენზე არის ორი დისტანცია:

● 18 კილომეტრი 760 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

● 10 კილომეტრიანი Fun Run 320 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

გარბენი Tbilisi Hills ის მთავარ მოედანზე სტარტიდან მიუყვება თელეთის ქედს და ზუსტად 3 კილომეტრიანი მარტივი აღმართის გავლის შემდეგ ბილიკი ლამაზი სერპანტინით ეშვება თბილისისკენ. ოთხასამდე ვერტიკალური მეტრით დაშვების შემდეგ ის შედის კრწანისში, საიდანაც ამჯერად სხვა სერპანტინით ისევ თელეთის ქედზე ადის და ეშვება სტარტის/ფინიშის ადგილისკენ.

გარბენის ბილიკის უდიდესი მონაკვეთიდან იშლება თბილისის უჩვეულო ულამაზესი ხედები, კარგი ამინდის შემთხვევაში მყინვარწვერსაც დავინახავთ საინტერესო პერსპექტივით. ბილიკი ჩაფლულია ლამაზ ტყეში/ბუჩქებში და გამოირჩევა ლამაზად მოყვავილე ეკლიანი კაქტუსების სიმრავლით. დიახ, კაქტუსების, რომელთა მტკივნეული ეკლებისთვის ფეხის აცილება დამატებითი სახალისო გამოწვევაა სირბილის დროს.

გარბენი გამოირჩევა საინტერესო რელიეფითაც. მთლიანი მარშუტის ვერტიკალური მანძილის (vertical gain) 760 მეტრის უდიდესი ნაწილი TrailLab-ის სხვა გარბენებისაგან განსხვავებით კონცენტრირებულია დისტანციის არა პირველ, არამედ მეორე ნახევარში.

  • ორგანიზატორის მხარდასაჭერად რეგისტრაციის საფასურთან ერთად შეგიძლიათ 25 ლარიანი დონაციის გაკეთება. დამატებითი თანხის დონაციის სურვილის შემთხვევაში თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

შპს თრეილლაბი

GE75BG0000000346073344

გარბენის დასაწყისი: 25.10.2020 10:00

რეგისტრაცია: 09:00 - 09:45

ბრიფინგი: 09:45

ასაკობრივი შეზღუდვა: +16




25 ოქტომბერი

locationTbilisi Hills Golf & Residences time25 ოქტომბერი 2020 - 10:00

20B

ერთ ჯერზე შესაძლებელია მაქსიმუმ 10 ბილეთის შეძენა
ბილეთები

18 km - 20 B

-
1
+
20 B

10 km (Fun Run) - 20 B

-
1
+
20 B
დააკლიკეთ რუკის სანახავად