აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა.

გადადით მთავარ გვერდზე, სადაც შეძლებთ უამრავი საინტერესო ღონისძიების დათვალიერებას და ბილეთის შეძენას.
ველო რბოლა
აღწერა

ეს არის პირველი, ღია ველორბოლა ბოლო წლების განმავლობაში. არ გაუშვა შანსი ხელიდან და შემოგვიერთდი!

მოდი ღონისძიებაზე, გამოსცადე შენი უნარები, გაერთე და შეხვდი ახალ მეგობრებს ველო-მიმდევართა ჯგუფიდან, რომელიც დღითიდღე ფართოვდება.

მიიღე მონაწილეობა შეჯიბრში, რომელიც რუსთავის ავტოდრომის ძირითად მონაკვეთზე, 25 ოქტომბერს გაიმართება.

ამაღელვებლად ჟღერს, ასე არ არის?! თან, წარმოიდგინე, არცერთი მანქანა, სივრცე, მხოლოდ ველოსპედებისთვის 🙂

------------------------------------

მანძილი: 16.8კმ (4.2 კმ-ანი 4 მონაკვეთი)

განლაგება - იხილეთ დისკუსიაში

------------------------------------

კატეგორიები: მამაკაცები - ჯგუფი A, ქალბატონები - ჯგუფი A, მამაკაცები - ჯგუფი B, ქალბატონები - ჯგუფი B.

• თუ, ველოსიპედით წელიწადში დაგიფარავს 3 000 კმ-ზე მეტი მანძილი, ან შეგიძლია გაიარო 40 კმ/საათში ბრტყელ გზაზე, მაშინ უნდა ჩაეწერო A ჯგუფში;

• თუ, არ აკმაყოფილებ ზემოთ მოცემულ პირობებს, ან სამთო ველოსიპედით მოდიხარ რბოლაზე, მაშინ უნდა ჩაეწერო B ჯგუფში.

რბოლაში მონაწილეობის მინიმალური ასაკია 16 წელი.

მამაკაცები და ქალბატონები, თავიანთი ჯგუფების (A ან B შესაბამისად, ერთად იღებენ რბოლაში მონაწილეობას, თუმცა, სხვადასხვა კატეგორიაში (მამაკაცები და ქალბატონები)

-----------------------------------

განრიგი:

10:00 მოედნის გახსნა

10:00 - 11:15 რეგისტრაცია

10:30 – 11:15 A ჯგუფის რბოლა

11:30 – 12:15 B ჯგუფის რბოლა

12:30 – 13:45 შეჯიბრს მიღმა/თავისუფალი ველო-მსვლელობა

12:30 - დაჯილდოების ცერემონია

14:00 - მოედნის დახურვა

მონაწილეობის მისაღებად სავალადებულოა რეგისტრაცია. ადგილზე უნდა გამოცხადდეთ, შესაბამისი ჯგუფის რბოლის დაწყებამდე, 30 წუთით ადრე.

----------------------------------

საფასური: 40 ლარი - 20 ოქტომბრამდე გადახდის შემთხვევაში; 70 ლარი - 21-25 ოქტომბრამდე პერიოდში გადახდისას.

კორონა ვირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

სტადიონზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ შეჯიბრის მონაწილეთათვის გულშემატკივართა გუნდის გარეშე (მეგობრებისა და ოჯახის ჩათვლით).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: www.tkt.ge 5 ოქტომბრის მდგომარეობით.

------------------------------------

ჯილდო: თითოეულ კატეგორიაში, I ადგილის მფლობელს გადაეცემა თასი. და კიდევ იქნება პრიზები.

------------------------------------

წესები: ჩაფხუტი სავალდებულოა, როგორც რბოლის, ასევე, თავისუფალი ვწლო-მსვლელობის მონაწილეებისთვისაც. დაუშვებელია ელექტრო ველოსიპედები.

რბოლის მთავარი მიზანი გართობა და ველომოყვარულების ერთმანეთთან დაკავშირებაა. უსაფრთხოება და სხვა მონაწილეთა პატივისცემა - უპირველესია. იყავით სამართლიანები და ნუ შეიქმნით დისკვალიფიკაციის საფრთხეს, სხვა ველოსიპედისტთა ბლოკირებით, ან, მათი სხვაგვარი შეფერხებით.

------------------------------------

შენიშვნა: ღონისძიება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ COVID პანდემიის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციებით აიკრძალება სპორტული ღონისძიებები.

გთხოვთ, დაიცვათ დისტანცია, ატაროთ ნიღბები დახურულ სივრცეში, გამოიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები და დაემორჩილოთ COVID-19 -თან დაკავშირებულ ყველა წესსა და რეგულაციას.

------------------------------------

მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას!