45.00 - 450.00

DataFest Tbilisi 2020

15-17 დეკემბერი 12:00

ონლაინ სივრცე

აღწერა

DataFest Tbilisi 2020 ყოველწლიური საერთაშორისო მონაცემთა ფესტივალის მეოთხე გამოშვებაა. წელს ფესტივალი ციფრულად გაიმართება და, ტრადიციულად, უმასპინძლებს მონაცემებზე მომუშავე ასობით პროფესიონალს მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალი 15-17 დეკემბერს გაიმართება და მოიცავს ინსპირაციულ გამოსვლებს, ვორქშოპებსა და დატატონებს მონაცემების გამოყენებაზე ტექნოლოგიებში (მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი), ბიზნესში (ციფრული პროდუქტები, ფინტექი, ბიზნეს ანალიტიკა), კომუნიკაციაში (მონაცემთა ჟურნალისტიკა, ვიზუალიზაცია, დიზაინი), აქტივიზმსა და სხვა სფეროებში.

DataFest Tbilisi 2020-ის ორგანიზატორები არიან ფორსეტი და მაქსინ ეი აი, ხოლო პარტნიორები არიან: ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს ბანკი, ვანდიო, ტერმინალი, R კონსორციუმი.

ფესტივალი 4 ტიპის ბილეთს გთავაზობთ:

1. Რეგულარული ბილეთი - ხელმისაწვდომია 10 დეკემბრამდე და Მოიცავს წვდომას ყველა გამოსვლაზე, ვორკშოპსა და დატატონზე.

ფასი: 45 ლარი

2. გვიანი ბილეთი - ხელმისაწვდომია 11 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე და მოიცავს წვდომას ყველა გამოსვლაზე, ვორკშოპსა და დატატონზე.

ფასი: 90 ლარი

3. ქომიუნითის მხარდამჭერის ბილეთი - ხელმისაწვდომია 17 დეკემბრამდე და მოიცავს წვდომას როგორც ყველა გამოსვლაზე, ვორკშოპსა და დატატონზე, ასევე, მხარდამჭერთა ციფრულ პლატფორმასა (სლეკის ჩენელი) და ექსკლუზიურ შეთავაზებებზე.

ფასი: 110 ლარი

4. Სპეციალური ბილეთი - ხელმისაწვდომია 17 დეკემბრამდე და მოიცავს წვდომას ყველა გამოსვლაზე, ვორკშოპსა და დატატონზე, მხარდამჭერთა ციფრულ პლატფორმასა (სლეკის ჩენელი) და ექსკლუზიურ შეთავაზებებზე, ასევე, 50%-იანი ფასდაკლებას DataFest Tbilisi-ის შემდეგ გამოშვებაზე და DataFest Tbilisi-ის სასაჩუქრე ყუთს და ინდივიდუალურ საკონტაქტო პირს საორგანიზაციო ჯგუფიდან.

ფასი: 450 ლარი

Ბილეთის შეძენებისას, გთხოვთ, მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტის მისამართი, სადაც მოგივათ ინსტრუქცია ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე, თვალი მიადევნეთ სიახლეებს განრიგისა და სპიკერების შესახებ: datafest.ge

•••

15-17 დეკემბერი 12:00

ონლაინ სივრცე

₾ 45.00 - 450.00